8 სარგებელი, რომელიც პატიებას ჩვენთვის მოაქვს
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესის წყარო იმაზე მეტია, ვიდრე ხშირად გვგონია. ტოქსიკური გარემო ფაქტორები, ადამიანები, ჩვენს თავს გადახდენილი ამბები და ის მოვლენებიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, სულაც არ გვეხება — ყველაფერი ეს ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე აისახება და იწვევს შფოთვას, ზოგადი გუნება-განწყობილებისა და მოტივაციის დაქვეითებას. ცხადია, ყოველთვის სჯობს, ტოქსიკური რუტინაც და ადამიანებიც თავიდან ავიცილოთ, თუმცა, ზოგჯერ პრობლემა არა ადამიანის ბუნება, არამედ მისი ერთი, ხშირად გაუაზრებელი ან სპონტანური ქმედებაა. სწორედ ამ დროს დგება პატიების ჯერი.
მოდით, სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ სტატიის სათაურშივე ნახსენებ საკითხზე, ჯერ განვმარტოთ, რომ პატიება არის არჩევანი — ის აფასებს, რამდენად "ღირს" კონკრეტული ადამიანისათვის კონკრეტული საქციელის მიტევება. ის ვინც ადვილად ვერ პატიობს, სულაც არაა "არაკეთილშობილი" ადამიანი. თუმცა, ამჯერად ვისაუბროთ იმ სარგებელზე, როცა ჩვენ მიერ აწონ-დაწონილ სიტუაციაში პატიების გადაწყვეტილებას მოაქვს.
არაერთი კვლევა ჩატარებულა, თუ როგორ აისახება მიტევება ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე. ერთ-ერთი ყველაზე ბოლოს ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ პატიებას სარგებელი მოაქვს როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. სხვადასხვა მიმართულებაში, მაგალითად, პოზიტიურ ფსიქოლოგიაში, პატიება ტრავმისშემდგომი მკურნალობის ერთ-ერთ საშუალებადაც კი გამოიყენება.
თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, რა სარგებელი მოაქვს მიტევებას.
1. ამცირებს ნეგატიურ გავლენასა და დეპრესიის სიმპტომებს
მომხდარი და მისი ჩამდენი ადამიანი თითქოს აჩრდილებად დაგვყვებიან და მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი ბრალი საერთოდ არაფერია, მაინც ძალიან განვიცდით და უფრო მიდრეკილი ვხდებით არასასურველი მენტალური პროცესებისაკენ, მათ შორის, ყველაზე ხშირად შფოთვისაკენ. ამიტომ, პატიებით მარტივად შეძლებთ საკუთარ თავსაც "მიუტევოთ" ფუჭი ნერვიულობა, რითაც შფოთვის შემსუბუქება შეიძლება.
2. ასტიმულირებს პოზიტიურ აზროვნებას
როგორც უკვე ვთქვით, მომხდარი ჩვენზე ისეთ გავლენას ახდენს, თითქოს ყველაფერი ჩვენი ბრალია. შესაბამისად, მას არა მხოლოდ ნეგატიური გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე, არამედ განსაზღვრავს კიდეც ჩვენს ფიქრებს და მათ უარყოფითი კუთხით მიმართავს. პატიება, უშუალოდ პატიების მომენტიდან შემდგომი დროით გაგრძელებული, დაგეხმარებათ, თქვენი ფიქრები უფრო დადებითი იყოს, განწყობა კი — ნაკლებად დათრგუნული.
3. სასიკეთოდ აისახება ურთიერთობებზე
როგორც შესავალში ვახსენეთ, პატიება მხოლოდ ჩვენს [კეთილ] ნებაზეა დამოკიდებული და ის მხოლოდ სიტუაციის შესაბამისად შეფასების შემდეგ ხდება გადაწყვეტილება. როცა ვინმეს მიუტევებთ, ამით არა მხოლოდ მასთან ურთიერთობას აუმჯობესებთ, არამედ — არსებულ და სამომავლო ურთიერთობებსაც, რადგან, იმის ცოდნით, რომ პატიება შეგიძლიათ, სხვებთან უფრო გულწრფელი და ლაღი ხდებით.
4. ზრდის თვითშეფასებას
უსიამოვნო მოვლენა დანაშაულის გრძნობას ხშირად გვიტოვებს, იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, ჩვენი წვლილი არ იყოს მის მოხდენაში. დანაშაულის გრძნობა კი ყოველთვის აქვეითებს თვითშეფასებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაციას ჩვენდაუნებურად ვაზვიადებთ და ყოველ ჰიპერბოლას ჩვენივე თავის წინააღმდეგ მივმართავთ. პატიებით უსამართლო თვითგვემისაგანაც გათავისუფლდებით და საკუთარი სულგრძელობის გააზრებით თვითშეფასებაც მოგემატებათ.
5. ასტიმულირებს იმედის გრძნობას
უშეცდომო არავინ არ ვართ — ოდესმე აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც მიტევება თავად დაგვჭირდება. ამასთან პატიება არა მხოლოდ აქ და ახლა გიქმნით სასიამოვნო განწყობას, არამედ მომავლისადმიც იმედიანად განგაწყობთ.
6. გვეხმარება სტრესთან გამკლავებასა და შვების პოვნაში
უკვე აღვნიშნეთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესთან გამკლავება არცთუ ადვილი საქმეა. ამისათვის არსებობს აქტივობები, ურთიერთობები, პროფესიონალის დახმარება და სხვა. თუმცა, ის თუ იცოდით, რომ ამ პროცესში მიტევებაც დიდად წაგადგებათ? სხვა თუ არაფერი, პატიებით გულიდან თითქოს ლოდი გეხსნებათ და შვებას გრძნობთ, რაც სტრესის შემსუბუქების წინაპირობაა.
7. აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას
ამ ყველაფერთან ერთად, როგორც ვახსენეთ, დადგენილია, რომ პატიება სასიკეთოდ აისახება ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. უფრო კონკრეტულად, არეგულირებს სისხლის წნევასა და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ასევე ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
8. ავითარებს პიროვნულ უნარ-ჩვევებს
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ პატიება რამდენიმე გამოსადეგი უნარის განვითარებასაც უწყობს ხელს, მაგალითად, კონფლიქტების მართვასა და სტრესულ სიტუაციაში ორიენტირებას.
როგორ ვაპატიოთ?
მიტევება ყოველთვის ადვილი არაა, თუმცა, რამდენიმე მარტივი სავარჯიშოთი ცნობიერება უკეთ განეწყობა პატიებისთვის. პირველ რიგში, კარგად უნდა გაიაზროთ, რომ მიუტევებთ თქვენთვის — მომხდარისადმი თქვენი ემოციური დამოკიდებულებიდან გამომდინარე; როცა ცხელ საგანზე დადებისას ხელი გეწვებათ, საგანი ცხელი რჩება, თუმცა, ხელს თქვენი უსაფრთხოებისათვის მაინც იღებთ. ეს იმის გააზრებაშიც დაგეხმარებათ, რომ პატიება დავიწყებას არ ნიშნავს.
ამასთან, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ ამით თქვენ წინ დგამთ ნაბიჯს, ან, შეიძლება ითქვას, მომხდარს და მის ჩამდენს აბიჯებთ, რადგან მათ წარსულში ტოვებთ. ამ მხრივ, პატიებაში დღიურის წარმოება, მედიტაცია, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გარემოში ყოფნა დიდად დაგეხმარებათ.
დასასრულს, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე რთული, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე აუცილებელია, რაღაცები საკუთარ თავსაც აპატიოთ. დარწმუნებული იყავით, რომ ასე საკუთარ მენტალურ კეთილდღეობას ყველაზე მეტად დაეხმარებით.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები