კალაძე ამტკიცებს, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო ქვეყანაში არავის დევნიან და ჰგონია, რომ ჰომოფობი არ არის
თბილისის მერს და ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ჰგონია, რომ საქართველოში ლგბტ თემის უფლებები არ ილახება. კალაძე ამტკიცებს, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანებს არავინ დასდევს, მათ არ აგდებენ სამსახურიდან და ყველა სერვისზე მიუწვდებათ ხელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში არაერთი ადამიანზე უძალადიათ და მოუკლავთ სექსუალური თუ გენდერული იდენტობის გამო, მათ უჭირთ სამსახურის დაწყება და სერვისების მიღებაც.
კალაძე ამტკიცებს იმასაც, რომ ჰომოფობი არ არის, თუმცა იქვე ჰომოფობიის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებს.
"ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, მიუხედავად სარწმუნოებისა, სექსუალური ორიენტაციისა. არავის არ დასდევენ, არავის არ ეკიდებიან თავისი სექსუალური ორიენტაციის ან სარწმუნოების გამო ქვეყანაში. სამწუხარო არის ის ფაქტი, მე რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირე პრაიდთან დაკავშირებით დამისვეს შეკითხვა და ამასთან დაკავშირებით გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია მოყვა. მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არასდროს ვერავინ ვერ ნახავს ჩემს ჰომოფობიურ განცხადებებს.
ეს ადამიანები, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები, მოდით შევხედოთ რეალობას, ისინი ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოების ნაწილია, წლების წინაც ასე იყო, დღესაც არსებობენ ეს ადამიანები და ალბათ, მომავალშიც იარსებებენ, ხო. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენა ვართ — ორი ფეხი აქვთ, ორი ხელი აქვთ, მუშაობენ, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ არ აგდებს სამსახურიდან, ისევე სარგებლობენ იმ პროგრამებით, იმ სერვისებით, როგორც ჩვენ ყველანი. შესაბამისად, ის, რომ ვიღაცის უფლებებს არღვევენ..."
დამაზუსტებელ კითხვაზე, ირღვევა თუ არა ლგბტ თემის უფლება, როცა ისინი შეკრებას და აქციის გამართვას ვერ ახერხებენ, კალაძე ჰომოფობიური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ფრაზით პასუხობს:
"ნახეთ, მანდაც არსებობს, გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველა ადამიანს და არსებობს პასუხისმგებლობა, რომ შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს".
კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, ვისი უფლებები დაირღვა ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლებით, კალაძე ჰომოფობიური შინაარსის ფრაზით პასუხობს:
"ზოგადად, მე როდესაც ვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პრაიდის ჩატარება, თუმცა ეს ადამიანები არსებობენ და მათ ჩვეულებრივად აქვთ ცხოვრების შესაძლებლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე, არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს მათ უფლებებს.
ამ მიმართულების პოპულარიზაცია, პროპაგანდა მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ეს არის ჩემი მოსაზრება", — აცხადებს ის.
ჰომოფობები ამტკიცებენ, რომ ამ ადამიანებს საქართველოში არავინ ჩაგრავს, თუმცა ეს მართალი არ არის. ლგბტქ ადამიანებზე ძალადობის არაერთი ფაქტი ვიცით და კიდევ ბევრი უცნობია. ქვეყანაში ადამიანებს ჩაგრავენ მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო, უზღუდავენ წვდომას კერძო საკუთრებაზე, ძალადობენ ფიზიკურად და კლავენ.
5 მარტს ლგბტ თემს ღირსების მარშის გამართვის საშუალება არ მიეცა, რადგან ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს და ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს. დაშავდა 53 ადამიანი.
გარდა ამისა, მოძალადეებმა ყურსაკიდის ტარების გამო, ჰომოფობიური მოტივით დაჭრეს ტურისტი და შეურაცხყოფა მიაყენეს არაერთ ადამიანს, მათ შორის, საცემრად დასდევდნენ ბავშვებს.
გუშინ, 6 ივლისს კი ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ტრანსგენდერებსა და რამდენიმე აქტივისტს და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ დაშავებულს სახის ძვალი აქვს გატეხილი.
გაიგეთ მეტი:
- პარლამენტისკენ მიმავალ ტრანსგენდერ ქალებს და რამდენიმე აქტივისტს თავს დაესხნენ
- მოქალაქე ამბობს, რომ Tbilisi Pride-ის ჩანთის გამო, თავს დაესხნენ
- 6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრები მწერალ ირაკლი კაკაბაძეს თავს დაესხნენ
- პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან ჟურნალისტები და აქტივისტებიც გაიყვანა, ძალადობრივი ჯგუფები კი პარლამენტთან მიუშვა
- ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები