6 ივლისს ტრანსგენდერი ქალების მსვლელობისას ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლები ერთ-ერთ აქტივისტს, ლევან ქართველიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ქართველიშვილი გვიყვება, პოლიციას ამაზე დაგვიანებული რეაგირება ჰქონდა.

"9 აპრილის ქუჩაზე შევხვდით მე და მეგობრები ნატა ფერაძეს, რომელიც ტრანსგენდერ ქალებთან ერთად იყო. ჩამოვდიოდით აქციაზე სუს-ის შესასვლელის წინ ჯერ კვერცხები დაგვიშინეს, რაზეც პოლიციამ მოახდინა რეაგირება, შემდეგ უკვე პარლამენტის კუთხესთან პოლიცია ჩამოგვშორდა, დაგვტოვეს, ასე ვთქვათ და მოუშვეს ეს მოძალადეები, რომლებიც დაგვესხნენ თავს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ", — ამბობს აქტივისტი.

ქართველიშვილის განცხადებით, მას მარჯვენა წარბი გახეთქილი და მარჯვენა მხარეს ზედა ყბის მოტეხილობა აქვს.