ტურისტის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რნიშნულზე ინფორმაცია On.ge-ს საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

5 ივლისს თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს. როგორც On.ge-ს თვითმხილველი უყვება, დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ ტურისტი საყურეს ატარებდა.

მისივე თქმით, თავდამსხმელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს 3 ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს, დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.