რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა.

რუსთაველის გამზირზე დაძაბულობაა. ამ წუთებში პარლამენტთან ორი აქცია მიმდინარეობს. მდუმარე აქციის, სახელწოდებით #თავისუფლებისთვის, მონაწილეები 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ. აღნიშნულ აქციას შეუერთდა თბილისი პრაიდიც.

პარალელურად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ქაშუეთთან არიან შეკრებილები და სავარაუდოდ, პიროტექნიკას ისვრიან. ისინი მდუმარე აქციის მონაწილეებს, ასევე, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც შეასხეს.