პარლამენტთან მიმდინარე აქცია ლგბტ დროშა გაშალეს. მონაწილეებმა ჰაერში ფერადი კვამლი გაუშვეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გრძელდება. შეკრებილები 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას აპროტესტებენ.

მდუმარე აქციას შეუერთდა თბილისი პრაიდიც.

მდუმარე აქციის პარალელურად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობდნენ, კონტრაქციას მართავენ. თუმცა უნდა აღინიშოს, რომ გუშინდელთან შედარებით, ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული და უსაფრთხოების მკაცრი ზომებია მიღებული.

ქაშუეთთან რამდენიმე ათეული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დგანან, მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი. ტერიტორიას რკინის ჯებირები აქვს შემოვლებული აქვს, რომლის წინაც სამართალდამცავები დგანან.

ჰომოფობიური ჯგუფები მდუმარე აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და კვერცხებსაც ისვრიან. ისინი ჯებირების გარღვევას ცდილობენ, თუმცა პოლიციამ მათ პერიოდულად აკავებს.

მასალა ახლდება: