ამერიკული ავტომწარმოებელი Ford ახალ საპილოტე პროგრამას აანონსებს, რომლის ფარგლებშიც ავტონაწილები 3D პრინტერით შეიქმნება.

3D პრინტერით სხვადასხვა პროდუქციის შექმნა, და მით უმეტეს მანქანის ნაწილების, ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში სწორედ კომერციული მხარე გაიტესტება. თუ დადგინდა, რომ ნაწილების ასეთი გზით წარმოება ბევრად უფრო იაფია, მაშინ კომპანია მთლიანად ამ მეთოდზე გადავა.

გარდა ფასის ცვლილებისა, 3D პრინტერით შექმნილი ნაწილები წონაზეც აისახება, მანქანა ბევრად უფრო მსუბუქი იქნება და შესაბამისად, საწვავსაც ნაკლებს დაწვავს.