კაცობრიობა რაკეტებს მთვარეზე მოსახვედრად უკვე დიდი ხანია იყენებს, თუმცა შესაძლებელია, რომ მალე ისინი მთვარეზე წყლის მოსაპოვებლადაც გამოგვადგეს.

Masten-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით, სამი კომპანია, მათ შორის Lunar Outpost, Honeybee Robotics და Masten Space Systems, ავითარებენ ახალ სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს რაკეტების საშუალებით მთვარეზე წყლის მოპოვებას.

ყინულის მოპოვების სისტემა დღეში 12 მთვარის კრატერს მოიცავს

ითვლება, რომ მთვარის პოლარულ რეგიონებს წყლის ყველაზე უხვი მარაგი აქვთ, განსაკუთრებით დიდი კრატერების ჩრდილოვან ფსკერზე.

თუ მომავალმა ასტრონავტებმა შეძლეს ამ ძვირფასი მასალის მოპოვება, NASA–სა და კოსმოსური მოგზაურობის ენთუზიასტების თქმით, მთვარეზე ადამიანის მუდმივი დასახლების მშენებლობა შესაძლებელი გახდება.

მთვარის ზედაპირიდან ყინულოვანი წყლის მოპოვება, შემდგომში, საშუალებას მოგვცემს, რომ იგი დავშალოთ წყალბადად და ჟანგბადად, რომლებიც სარაკეტო საწვავის ძირითადი ინგრედიენტებია.

არაერთი ქვეყანა ისახავს მიზნად მთვარეზე დასახლებას

ეს ძალიან საინტერესო დრო იქნება კოსმოსის შესასწავლად. გარდა NASA-ს და მასთან დაკავშირებული კომერციული პროექტებისა, ჩინეთი და რუსეთი ასევე გეგმავენ ერთობლივად ააშენონ მუდმივი დასახლება მთვარეზე (მსგავსი გეგმებია მარსთან დაკავშირებითაც). მაგრამ ყველაფერ ამას არ ექნება შეჯიბრის ხასიათი. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ უფრო მეტი რამ უნდა ვისწავლოთ მეგობრული თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, რადგან ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ავიხდინოთ ეს საოცარი ოცნებები, არის ის, რომ ყველაფერი ეს ერთად გავაკეთოთ.