ლეგენდარული იტალიელი მომღერალი, მსახიობი და ტელევარსკვლავი, რაფაელა კარა, 5 ივლისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, მისმა პარტნიორმა სერჯიო იაპინომ გაავრცელა.

"რაფაელამ დაგვტოვა. უკეთეს სამყაროში წავიდა, სადაც მისი ადამიანობა, განმაცვიფრებელი ტალანტი და სიცილი, რომელიც სხვისაში არ შეგეშლება, სამუდამოდ იარსებებს", — წერია იაპინოს განცხადებაში.

კარა, რომელიც 1970-იან და 1980-იან წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ლათინურ ამერიკასა და ესპანეთში, დაავადებას რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა.

"ერთხანს მას პატარა, მაგრამ ყოვლისმომცველი ენერგიით სავსე სხეულში დაავადება შეეყარა", — წერს იაპინო, — "მისი შეუჩერებელი ძალა, რომელმაც იგი მსოფლიო ვარსკვლავების სათავეში მოაქცია და რკინის ნებისყოფა, რომელსაც იგი არასდროს მიუტოვებია, იმის მიზეზია, რომ მისი ტანჯვის შესახებ ვერავინ შეიტყო".

რაფაელა მარია რობერტ პელონი, სასცენო სახელით რაფაელა კარა, 1943 წლის 18 ივნისს, იტალიის ქალაქ ბოლონიაში დაიბადა. საზოგადოებამ თავდაპირველად იგი 1952 წელს, ფილმ Tormento del pasado-ში განსახიერებული როლით გაიცნო. მას შემდეგ, რაც კარა რომში გადავიდა საცხოვრებლად, 40-ზე მეტ ფილმსა და სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა.

იტალიური და ესპანურენოვანი ტელევიზიების ქარიზმატული ვარსკვლავი მსოფლიოში ცნობილი საკუთარი ჰიტებით: Hay que venir al sur, Fiesta, Caliente, caliente და En el amor todo es empezar გახდა.