სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვისაც არ მიეცა საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის უფლება — სულაკაურის გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა 5 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გამომცემლობა საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ისინი "კატეგორიულად გმობენ ძალადობასა და აგრესიას სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიმართ".
"სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვისაც არ მიეცა საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის უფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და დემოკრატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. გვჯერა, რომ ამ სამწუხარო და საშიში მდგომარეობის შეცვლის გზა, უპირველეს ყოვლისა, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მის პრიორიტეტიზაციაზე გადის".
დღეს, თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში, უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის გამო მისი ჩატარება გაუქმდა. ამის მიუხედავად, შეკრებილმა ადამიანებმა ძალადობრივი ქმედებები მაინც განახორციელეს, უმეტესწილად, მედიის წარმომადგენლების მიმართ. ამ დროის მონაცემებით, დღეს 40-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო თავისივე დაორგანიზებულ ძალადობას მოგვიანებით გაემიჯნა, შეკრებილების ქმედებებმა სხვადასხვა სახე მოიცვა: არსებული ინფორმაციით, თბილისში ტურისტი საყურის ტარების გამო დაჭრეს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ბავშვებსაც მისდევდნენ საცემად. ამ ყველაფრის შემდეგ კი, კონტრაქციის მონაწილეებმა რუსთაველზე იცეკვეს.
დღეს განვითარებული მოვლენები დაგმეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოფიციალურმა პირებმაც. Human Rights House Foundation-ის განცხადებით, "შოკირებული არიან, რომ ხელისუფლებამ ძალადობის აღკვეთა ვერ შეძლო". ISFED-ის შეფასებით კი, "სახელმწიფო მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს".
პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც "მიზანშეუწონლად მიიჩნია მარშის ჩატარება", "ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფების უფლებრივად გათანაბრება" და "ძალადობის წახალისება" უწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა.
სახელმწიფო ლიდერებსა და უწყებებს დაუყოვნებლივი მოქმედებისა და ადამიანების დაცვისკენ მოუწოდეს 21 ქვეყნის საელჩოდანაც.
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები