მწვანე ალტერნატივა თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თავის ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისის პრაიდთან დაკავშირებით: "მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, იმის გამო, რომ მოძრაობამ, "რიონის ხეობის გადარჩენისთვის", კონტრაქციაში მიიღო მონაწილეობა, მწვანე ალტერნატივა მასთან კომუნიკაციას წყვეტს.

"მწვანე ალტერნატივა ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებმა, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას", — წერია განცხადებაში.

გაიგე მეტი: