ჭოველიძის ქუჩაზე ერთ-ერთი ბინი ჩხრეკა მოხდა. ოჯახის მტკიცებით ჩხრეკა პროცედურული დარღვევით ჩატარდა.

როგორც ნატა ფერაძის ფეისბუკ ლაივიდან ირკვევა, პოლიცია ადგილზე ჩხრეკის გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით მივიდა, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, პოლიციელები ყოველგვარი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შევიდნენ ბინაში. ნატა ფერაძე ვიდეოში, ასევე, აღნიშნავს, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს ხელები გადაუგრიხეს. მისივე თქმით, პოლიცია მოკვლით დაემუქრა გერმანული ნაგაზის ჯიშის ძაღლს, რომელიც პატრონს იცავდა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, "ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით."

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "დააკავეს მოქალაქე, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, გაიჩხრიკა მისი ბინა, სადაც, ასევე, ამოიღეს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს."