"დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები" — ლომჯარია მედიის მუშაობას სამოქალაქო გმირობას უწოდებს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაიწყოს იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობდნენ.
"მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტოს, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე დაიწყონ აღნიშნული ვიდეომასალის გაშიფრვა და იდენტიფიცირება იმ ადამიანების, მშვიდობიან მოქალაქეებზე ვინც ძალადობდნენ, ჟურნალისტებზე და უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის შეფასებით, ჟურნალისტების მუშაობა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე იყო სამოქალაქო გმირობა.
"მინდა ჩემი სოლიდარობა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას ჩადიოდნენ დღეს და საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამძირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. დღეს ჟურნალსტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა გმირულმა მუშაობამ ადგილზე უზრუნველყო ის რომ ... პრევენცია გაუკეთა თუნდაც უარესი მოვლენების განვითარებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების დოკუმენტირება, ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება მოახდინეს დღეს ჟურნალისტებმა", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის შეფასებით, დღეს, რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა წახალისებულია წინა წლებში მომხდარი მსგავსი შემთხვევების უგულებელყოფით.
ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები დილიდან ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. მათ სცემეს, ტექნიკა დაუზიანეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ფორმულას, TV პირველის, მთავარი არხის, რადიო თავისუფლებისა და სხვა მედიების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტსაც დაუპირისპირდნენ.
ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს საპატრიარქო, რომელმაც Tbilisi Prideს-ს წინააღმდეგ აქცია დაგეგმა.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტების მუშაობას სამოქალაქო გმირობა უწოდა, მისი თქმით, ჟურნალისტების მუშაობამ "პრევენცია გაუკეთა უარესი მოვლენების განვითარებას".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები