საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით, საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა გადმოეცა. ავსტრიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა თბილისში 4 ივლისს ჩამოვიდა.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ავსტრიის ელჩი, თომას მიულმანი დახვდნენ.