რამდენიმე ევროპარლამენტარი ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის ელჩებს მოუწოდებს, რომ 5 ივლისს ღირსების მარშს დაესწრონ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების უსაფრთხოება.

"ხვალ თბილისი პრაიდი უნდა აღინიშნოს. ხულიგანი ჰომოფობებისგან დასაცავად ხელისუფლება უარს ამბობს პოლიციის გამოყენებაზე. უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ევროკავშირი უნდა შეუერთდეს მარშს ლგბტ უფლებებისთვისა და შეკრების თავისუფლების მხარდასაჭერად", — წერენ ტვიტერზე დანიელი ევროპარლამენტარი, კარენ მელქიორი და ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, სოფია ინ ტველდე.

"კარგი იქნებოდა, თუ კარლ ჰარცელი ევროკავშირის სახელით, სხვა სახელმწიფოების ელჩებთან ერთად, ღირსების მარშს შეუერთდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა უნდა დაიცვას, ვინც იბრძვის მრავალფეროვნებისთვისა და ლგბტქი უფლებებისთვის", — წერს ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი როტენ ტესი.

თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. ამ დღეს მობილიზებას აპირებენ ძალადობრივი ჯგუფებიც. გარდა ამისა, მარშის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა საპატრიარქომაც. გარდა ამისა, შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც.

საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

ამავე თემაზე: