პაპ ფრანცისკეს რომის კლინიკაში ოპერაციას უკეთებენ, რომელიც მსხვილი ნაწლავის პრობლემას უკავშირდება. ვატიკანის პრესსპიკერის, მატეო ბრუნოს თქმით, უფრო მეტი ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია დასრულდება.

84 წლის, წარმოშობით არგენტინელმა პაპმა კვირას პეტრეს მოედანზე მრევლს მიმართა კიდეც. ეს პირველი შემთხვევაა როცა ფრანცისკე კლინიკაში ხვდება მას შემდეგ, რაც 2013 წელს პაპად აირჩიეს.

რომის პაპმა ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მარჯვენა ფილტვის ნაწილი დაკარგა. გარდა ამისა, მას თეძოსა და რადიკულიტის პრობლემები აწუხებს.

როგორც მან კვირას თქვა, სექტემბერში სლოვაკეთში გაემგზავრება მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტში ღვთისმსახურებას ჩაატარებს.