კრამერი ღირსების მარშზე: მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, პასუხი აგებინოს მათ, ვინც ხელს უშლის ჩატარებას
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარის, დევიდ კრამერის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც მონაწილეობას იღებს ღირსების მარშში. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ისაუბრა.
"ეს ბაიდენის ადმინისტრაციას დიდად არ მოეწონება. დარწმუნებული ვარ. მე ვთვლი, საქარველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ მარშში მონაწილეობა, მათ თანასწორად უნდა ექცეოდნენ და აქვს პასუხიმგებლობა, რომ პასუხი აგებინოს მათ, ვინც ხელს უშლის [მარშის ჩატარებას] ან ძალადობას აქეზებს მათ წინააღმდეგ, ვინც უბრალოდ საკუთარი უფლებებით სარგებლობს. მთავრობა უკეთ უნდა მოიქცეს ამ კუთხით, ეს საქართველოსთვის წლების მანძილზე პრობლემაა, არაა უნიკალური მხოლოდ ამ წელს", — აცხადებს ის.
პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.
ღონისძიებას რამდენიმე ათეული პირი ესწრებოდა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები — გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები. ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ლგბტ თემს სოლიდარობა გამოუცხადა.
ღონისძიების პარალელურად შეკრებილნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, ბოთლებს, ქვებსა და კვერცხებს ისროდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი. თუმცა პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სამართალდამცავების ყოფნის მიუხედავად აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს კვერცხი მოხვდა, ხოლო ერთ-ერთ სტუმარს დაარტყეს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.
ფილმის ჩვენების შემდეგ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს და შესასვლელთან მათ მიკროავტობუსები ელოდებოდათ. ამ ხნის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფების შეძახილები და ბოთლების სროლა არ წყდებოდა.
-
გადახედვარუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები