პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება, რომ დღეში 20-25 ათასი აცრა ჩატარდეს. ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა, სინოფარმი და სინოვაკი უკვე ჩამოვიდა.

"ჩვენი გათვლებით, დღეში, დაახოებით, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ იმისათვის, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ", — აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა, რომ ერთ დამატებით მილიონ დოზა ჩინურ და ფაიზერის მილიონ დოზა ვაქცინას ელოდებიან. მისივე თქმით, ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ჯამში 266 161 აცრა გაკეთდა, სრულად აცრილი კი 104 196 ადამიანია.