THE Crossroads ის გუნდმა სტარტაპებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მოეწყო, სადაც THE Crossroads-ის თანადამფუძნებლებმა ნიკოლოზ კობახიძემ, სვეტალ კუმარმა და საერთაშორისო პარტნიორმა ლინდა პერეირამ ახალი პლატფორმა წარადგინეს.

THE Crossroads ის წარდგენა

ნიკა კობახიძე წარადგენს THE Crossroads

THE Crossroads - ის შესახებ

THE Crossroads

THE Crossroads — ეს არის ახალი პლატფორმა, რომლის ორიენტირიც სტარტაპ ეკოსისტემების ხელშეწყობა იქნება. ინიციატივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტარტაპებისა და
ინვესტორების განვითარებისათვის ადეკვატური გარემოს ჩამოყალიბებას.

საჭიროა მოხდეს სტარტაპების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი შესაბამისი ინტერესების მქონე ინვესტორებთან დაკავშირება. ამისთვის აუცილებელია სტარტაპებს მიეწოდოთ მათივე მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება.

ამისათვის THE Crossroads დაგეგმილი აქვს შემდეგი ეტაპები:

  • პროგრამის გაცნობა სტარტაპებსა და ინვესტორთათვის;
  • სტარტაპ იდეების ონლაინ კონკურსის გამოცხადება;
  • საკონკურსო შედეგების გამოვლენა;
  • სტარტაპების აქსელერაციის მოკლევადიანი ონლაინ პროგრამა;
  • THE Crossroads შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოვება; (1-3 სექტემბერი)

THE Crossroads ის გუნდის სტარტაპებთან შეხვედრა

სექტემბერში დაგეგმილ THE Crossroads პლათფორმის გამხსნელ ღონისძიებაზე კონკურსში გამარჯვებულ სტარტაპებს დიდ სცენაზე საკუთარი იდეების ინვესტორებისათვის წარდგენის (Pitching) შესაძლებლობა მიეცემათ.

ავთანდილ კასრაძე, სვეტალ კუმარი, ნინო ლორთქიფანიძე, იასინ ებაუდაუდი

რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვას.

იასინ ებაუდაუდი ინტერვიუს დროს

მონაწილე ქვეყნები — ისრაელი, აშშ, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, სერბეთი, გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი.

თემები — ხელოვნური ინტელექტი და პროცესების ციფრულ ფორმატში გადატანა, რობოტიქსი, ფინტეკი, მობილურობა, ტელეკომუნიკაციები, აგრო, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ტექნოლოგიები, მრეწველობა, მდგრადი განვითარება და ე.წ მომავალი თაობის ინფრასტრუქტურა.

რატომ უნდა დავესწრო?

ლინდა პერეირა — THE Crossroads

გაიგებთ უახლეს ტრენდებს და მოთხოვნებს, რაც შეესაბამება საქართველოს ბაზარს. დაამყარებთ კონტაქტებს, როგორც ადგილობრივ, ასევე 10-მდე ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. ისიამოვნებთ გასართობი ნაწილით,ახალი კონტაქტების დამყარებით და რაც მთავარია მიიღებთ შთაგონებას, როგორც არსებული სტარტაპის განვითარებისთვის, ასევე ახალი მიმართულებების და იდეების დამუშავებისათვის.

THE Crossroads დღის წესრიგი

  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 ივლისი
  • 15 ნახევარფინალისტის გამოვლენა: 10 აგვისტო
  • მოკლევადიანი აქსელერაციის პროგრამა: 20-დან 30 აგვისტომდე
  • ინვესტორებისათვის იდეების წარდგენის კონკურსი: 3 სექტემბერი