საქართველოში ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა ჩამოვიდა
საქართველოში ჩინური ვაქცინების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის მილიონი დოზა ჩამოვიდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ დოზებზე რეგისტრაცია ხვალ, 3 ივლისს დაიწყება.
"დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით და ალბათ, ერთ თვეში შემოვა კიდევ დამატებით, უახლოეს რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონი დოზა სინოფარმი და ნახევარი მილიონი დოზა სინოვაკი, ანუ ჯამში, ორი მილიონი გვაქვს უკვე შეკვეთილი", — თქვა მან.
მისივე განცხადებით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები Pfizer-თან და ვაქცინის მოწოდება სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება.
"ამას გარდა Pfizer-თან ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი არის გაფორმებული, ფული გადახდილი გვაქვს მილიონი დოზის თაობაზე. Pfizer-იც ასევე, ეტაპობრივად დაიწყებს უკვე ივლისიდან მოწოდებას და ჯამში ველოდებდით, რომ წლის ბოლომდე, დაახლოებით, 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ", — თქვა მან.
22 ივნისს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2 კვირაში ქვეყანაში ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდოდა. მას არ დაუკონკრეტებია ვაქცინების დასახელება, თუმცა მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ საუბარია ოთხი ტიპის ვაქცინაზე — Pfizer, AstraZeneca, Sinopharm და Sinovac.
"აქ იქნება ოთხივე სახის ვაქცინა სხვადასხვა რაოდენობით და პროცესი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ინტენსიური. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებზეც მიდის მუშაობა", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, ამ დოზებზე წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელი არ იქნება და სარეგისტრაციო პორტალზე ისინი მას შემდეგ დაემატება, როცა უკვე ქვეყანაში შემოვა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები