სრულიად ახალი iOS 15-ის, iPad0S-ის და watchOS-ის ბეტა ვერსია 1 ივლისს უამრავი სიახლით წარსდგა ჩევნ წინაშე. ოპერაციული სისტემების ბეტა ვერსიებით სარგებლობა უკვე თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია. ამ სტატიაში კი მოგიყვებით, რა შესაძლებლობებს მოგვცემს Apple-ის ახალი ოპერაციული სისტემები.

SharePlay-ის ფუნქცია FaceTime-ში

ეს ფუნქცია Apple-ის ეკოსისტემაში მყოფ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ერთად უყურონ ფილმებს, ვიდეოებს და ერთად მოუსმინონ მუსიკას ონლაინ რეჟიმში. ამ ახალი ფუნქციით კომპანია უშუალო კონკურენციას გაუწევს: Facebook Messenger-ს, Instagram-სა და Houseparty-ის.

ფოტო: Apple

გაუმჯობესებული Weather და Maps აპლიკაციები

iOS15-ის განახლების შედეგად ჩვენს წინაშე წარდგება მთელ ეკრანზე გაშლილი, მაღალი ხარისხის ანიმაციური, ამინდის რუკები. სადაც ნაჩვენები იქნება ჰაერის ხარისხი, მონაცემები ნალექებისა და ქარის სიჩქარის შესახებ, ბარომეტრული წნევა და ულტრაიისფერი ინდექსიც (UV) კი.

ფოტო: Android police

ამავდროულად, Apple Maps-ის არეალი გაფართოვდა და უკვე მოიცავს ესპანეთსა და პორტუგალიას. წლის ბოლოს კი მისი დაფარვის არეალში მოექცევა იტალია და ავსტრალია.

ასევე, კომპანიამ Maps-ს დაამატა გლობალური ხედი და ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ ქალაქების მასშტაბირება და მათი დეტალების ნახვა. მაგალითად, Maps შესაძლებლობას მოგცემთ დაათვალიეროთ ქალაქების ღირსშესანიშნაობები. ამასთანავე, განახლდა ღამის რეჟიმი, რომლის გამოყენების დროსაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ეკრანი მთვარის შუქით ნათდება.

ფოტო: GSMarena

Message app-ის ახალი ფუნქცია

ახალი ფუნქცია shared with you საგრძნობლად გაუმარტივებს Apple-ის მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ფუნქცია თვალყურს ადევნებს იმ კონტენტს, რომელიც გაზიარებული იქნება შესაბამის აპლიკაციებში.

მაგალითად, როდესაც ვინმე დიდი რაოდენობით ფოტოებს გამოგიგზავნით, shared with you ფუნქცია ავტომატურად გადაიტანს ფოტოებს Photos აპლიკაციაში. რაც მთავრია, იგი განსაზღვრავს, თუ რომელი ფოტო იქნება თქვენთვის სასურველი. მაგალითად, ისეთი ფოტოები, რომელზეც თქვენი სახეა გამოსახული. ამ ფოტოების დათვალიერებისას კი შეგეძლებათ ძალიან მარტივად გადახვიდეთ იქ, სადაც თქვენ ეს ფოტო გამოგიგზავნეს. ეს ფუნქცია მსგავსად მოქმედებს სხვა ტიპის ფაილებზეც, ასე რომ, მარტივად შეგეძლებათ ნახოთ თქვენთვის სასურველი ფაილი და ასევე ისიც, თუ ვინ გამოგიგზავნათ ის.

ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ნოთიფიკაციების ახალი რეჟიმებით. (Do Not Distrub ამასთანავე personal, Work, sleep) აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთლიანად შეიცვალა შეტყობინებების ფორმატი.

ფოტო: Engadget

განახლებული Wallet

საკრედიტო ბარათების შემდეგ თქვენ უკვე სხვა ტიპის ბარათებიც შეგიძლიათ განათავსოთ Wallet-ში. ამასთანავე Apple-ს აპლიკაციაში შემოაქვს პირადობის მოწმობის დამატების ფუნქცია. Apple ასევე თანამშრომლობს TSA–სთან, რათა შესაძლებელი გახდეს აეროპორტებში Wallet პირადობის მოწმობების გამოყენება.

ფოტო: Engadget

ყველაფერ ამის გამოყენება უფრო მარტივი და მრავალფეროვანი იქნება იმ Apple watch-ებთან ერთად, რომლებიც watchOS8-ის განახლებას მიიღებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალი ოპერაციული სისტემა თავსებადი იქნება iphone 6s-თან ან iphone-ის უფრო გვიანდელ მოდელებთან, მათ შორის iphone SE-ს ორივე თაობასთან.

iPadOS 15

საერთო ჯამში, iPadOS 15-ს იგივე განახლებებით წარსდგა, რითაც iOS 15. თუმცა კიდევ უფრო დაიხვეწა iPad-ის მულტიტასკინგის მიმართულება, რითაც უკვე შეგიძლიათ მარტივად მოახდინოთ "სასწაულები" და როგორც კომპანია ამბობს, iPad-ს მართლაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თქვენი შემდეგი კომპიუტერი გახდეს.

ფოტო: Macrumors

IPadOS 15-ის განახლების მიღებას შეძლებენ შემდეგი iPad-ები:

  • iPad Pro 12.9-inch (პირველიდან მეხუთე თაობის ჩათვლით);
  • iPad Pro 11-inch (პირველიდან მესამე თაობის ჩათვლით);
  • iPad Pro 10.5-inch;
  • iPad Pro 9.7-inch;
  • iPad (მეხუთედან მერვე თაობის ჩათვლით);
  • iPad Mini (მეოთხე და მეხუთე თაობა);
  • iPad Air (მეორედან მეოთხე თაობის ჩათვლით).

watchOS 8

რაც შეეხება wathcOS8-ს, იგი გვთავაზობს უფრო მეტ წვდომას Wallet-თან, განახლებულ ინტერფეისს, ახალი ვარჯიშის ტიპებს და განახლებულ Breathe აპლიკაციას. ამ განახლების მიღება შეეძლებათ: Apple Watch Series 3-ს, 4-ს, 5-ს, 6-სა და SE-ს.

ფოტო: GSMarena