დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

2 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 607, ხოლო გარდაიცვალა — 8 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 190 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 13 696, ხოლო PCR-ით — 14 494 .

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,42%, ბოლო 7 დღის — 3,09%, ხოლო 14 დღის — 2,74%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 368 022-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 5 335, ხოლო გამოჯანმრთელდა 353 231 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 629;
  • აჭარა — 25;
  • იმერეთი — 77;
  • ქვემო ქართლი — 54;
  • შიდა ქართლი — 40;
  • გურია — 9;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 30;
  • კახეთი — 71;
  • მცხეთა-მთიანეთი — 12;
  • სამცხე-ჯავახეთი — 9;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430, საიდანაც 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 620 კლინიკურ სასტუმროში, ხოლო 6 039 მკურნალობის კურსს სახლში გადის. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 607 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 ადამიანი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 118 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 7 065.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: