თუ გინდა, რომ სანაქებო შეფმზარეული გახდე მონდომება, წარმოსახვის უნარი და კარგი ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო თანაბრად გჭირდება. გემრიელი კერძების გასინჯვა ყველას გვიყვარს, თუმცა მომზადებაც არანაკლებ სასიამოვნოა. ეს პროცესი ხომ სტრესის შემცირებას უწყობს ხელს და განტვირთვაში გვეხმარება, თანაც შთამბეჭდავი შედეგით სიამაყის გრძნობა გვეუფლება.

თუ დამწყები კულინარი ხარ ან აქამდე კერძის მომზადება არასდროს გიცდია, აუცილებლად უნდა შედგა ფეხი ამ სამყაროში და თუნდაც რაიმე მარტივი კერძით დაიწყო. ეს პროცესი რომ შეიმსუბუქო და ნამდვილ შეფმზარეულად იქცე, გამართული სამზარეულოს ტექნიკაც გჭირდება. ამ სტატიაში იმ ხუთ ნივთს აღმოაჩენ, რომელიც ნამდვილ შეფად გადაგაქცევს.

1. ფრის აპარატი

ფოტო: ალტა

თუ სამზარეულოში პირველი ნაბიჯების გადადგმა გინდა, სჯობს რამე მარტივით დაიწყო. შეგიძლია მეგობრები დაპატიჟო ან შენთვის შეარჩიო კარგი ფილმი და შენივე მომზადებული კარტოფილი ფრით, ხახვის რგოლებით თუ ნაგეთსებით შესანიშნავი საღამო მოაწყო. მარტივად მოსამზადებელი სასუსნავები მეტ თავდაჯერებას შეგძენს და უფრო რთული კერძების მომზადებისთვის მოგამზადებს. ფრის აპარატის შეძენა საუკეთესო ფასად შეგიძლია.

2. ელექტროგრილი

ფოტო: ალტა

კერძების მომზადება გრილზეც მარტივია, თუმცა ფრის აპარატის გამოყენების შემდეგ წინგადადგმული ნაბიჯია, თანაც ეს ბევრად ჯანსაღი ალტერნატივაა. შეგიძლია გრილზე მოყვანილი ბოსტნეულით და წვნიანი ხორცით ოჯახური სადილი დაგეგმო და მთელ ოჯახს გაუმასპინძლდე. ეს ნივთი ნამდვილ შეფმზარეულად გადაქცევაში აუცილებლად დაგეხმარება, თანაც მისი შეძენა დიდი ფასდაკლებით შეგიძლია.

3. ხორცსაკეპი მანქანა

ფოტო: ალტა

დროა ამოცანა უფრო გავართულოთ და მრავალკომპონენტიანი კერძების მომზადებაზე გადავიდეთ, რაშიც ელექტრონული ხორცსაკეპი მანქანა დაგეხმარება, მეტიც ნახევარ საქმეს დამოუკიდებლად გაგიკეთებს. თუ აქამდე ხორცის ან ბოსტნეულის კატლეტების მომზადება არასდროს გიცდია, მომზადებისას აღმოაჩენ, რომ ეს არც ისე რთულია. ისარგებლე ფასდაკლებით და უჟანგავი ფოლადის ხორცსაკეპი მანქანა რედმონდისგან ერთგულად მოგემსახურება.

4. ელექტროღუმელი

ფოტო: ალტა

გამომცხვარი კატლეტი თუ არასდროს გაგისინჯავს, აუცილებლად უნდა სცადო. ელექტროღუმელში ხომ თითქმის ყველაფრის გამოცხობა შეგიძლია — ქათამი ბოსტნეულით თუ აჯფსანდალი, ოჯახური თუ ტორტის ბისკვიტი. ეს ნივთი ყველა შეფმზარეულისთვის აუცილებელია. ელექტროღუმელის დახმარებით ნამდვილ შეფმზარეულობამდე ერთი ნაბიჯი დაგრჩება, თანაც ამ ნივთზეც ფასდაკლებით ისარგებლებ.

5. მიქსერი

კონდიტერია კულინარიის ყველაზე რთული ნაწილია და ბევრ კარგ მზარეულსაც კი უჭირს გემრიელი დესერტების კეთება. შეფმზარეულისთვის დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს, ამიტომ მიქსერით უნდა შეიარაღდე და შენი პირველი დესერტის მომზადება სცადო. შეიძინე მიქსერი ფასდაკლებით და ნამდვილ შეფად გადაიქეცი.

ალტა კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობს და მომხმარებელს ათასობით პროდუქტს სთავაზობს. აქ სამზარეულოს ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი დაგხვდებათ.