აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა, გარ­თო­ბა და ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა ერთ სივ­რცე­ში – ეს არის Festival Haerze, რო­მე­ლიც სა­ირ­მეს­თან ახ­ლოს, ზე­კარ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მძი­მე პე­რი­ო­დის შემ­დეგ მათ გა­და­წყვიტეს ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ახალი რეგიონის აღმოჩენა და ამავდრო­უ­ლად, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ღო­ნის­ძი­ე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია ექ­ნე­ბა და სცე­ნა მხო­ლოდ ქარ­თველ არ­ტის­ტებს და­ეთ­მო­ბათ.

ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია, ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი Mystartup, სადაც 100-ზე მეტი სტარტაპერის, 1500-ზე მეტი უნიკალური და ხელნაკეთი პროდუქციაა განთავსებული.

"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სტარტაპერებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები ან სერვისები, რაც მათ ცხოვრებას გაამარტივებს და დაეხმარება ბიზნესის განვითარებაში. აღნიშნული ფესტივალიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სტარტაპერებს დავეხმარებით საკუთარი პროდუქცია უფრო მეტ ხალხს გააცნონ და დაასტიმულირონ გაყიდვები. ფესტივალზე Mystartup-ის სტარტეპრები ისარგებლებენ განსაკუთრებული შეთავაზებით და განთავსდებიან ფესტივალის სივრცეში სპეციალური პირობებით", — განაცხადა Mymarket-ის მიმართულების მარკეტინგმა, მარიამ გოგსაძემ.

მუ­სი­კის გარ­და, ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს არა­ერ­თი გა­სარ­თო­ბი და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა დახ­ვდე­ბათ. მათ შო­რის: Archery Tag, ლევიოსას იო­გის ინ­სტრუქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მსურ­ვე­ლებს იო­გას ავარ­ჯი­შებს, ასევე იქნება სხვა­დას­ხვა ტი­პის შე­ჯიბ­რე­ბე­ბი და თა­მა­შე­ბი.

"ძალიან გვიხარია რომ ახალ სივრცეს ვქნით ახალ რეგიონში, განსხვავებული კონცეფციით და იდეით. წვლილი შეგვაქვს რეგიონის ტურისტულ და კულტურულ განვითარებაში. ჰაერზე — ეს არის სივრცე მთებში, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საინტერესო და უცნობი ადგილები, მოუსმინოთ საყვარელ არტისტებს, დაკავდეთ სპორტით, დაისვენოთ მეგობრებთან ერთად. 2 დღის განმავლობაში, ადგილობრივი სცენის, ყველა წამყვანი კლუბის რეზიდენტი დაუკრავს. 34 ქართველი არტისტი, 3 სცენაზე გადანაწილდება.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის ტურიზმის ცენტს, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტს, რომელებიც აქტიურად არიან ჩართულები, რომ ეს რეგიონი ამ მიმართულებით განვითარდეს და მხარს გვიჭერენ. რეგიონების ეკონომიკური განვითარება დღეს მთავარი გამოწვევაა", — განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა, ანანო თავხელიძემ.

ფესტივალი ჰაერზე — ეს არის სივრცე თავისუფლებისთვის, დასვენებისთვის, მეგობრებისთვის, ახალი აღმოჩენებისთვის, ახალი ადამიანებისთვის და რაც მთავარია, საუკეთესო მოგონებებისთვის.

ფესტივალის მთავარი პარტნიორია კოკა-კოლა.

  • თუ გსურთ თქვენი სტარტაპი წარმოდგენილი იყოს ფესტივალზე, შეავსეთ მარტივი ფორმა.
  • ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ ონ­ლა­ინ.
  • რუკაზე სანახავად დაკლიკეთ აქ
  • ბილეთების შესაძენად დაკლიკეთ აქ
  • ფესტივალის ლაინაფი და დეტალები ნახეთ აქ.

ფოტო: MY.GE