ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ "თავისი უსუსურობით" ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ვერ დაიცვა და მის გადადგომას ხელიც შეუწყო. ამის შესახებ მან გორში პარტიული ოფისის გახსნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჟვანიას გადადგომას შევაფასებ შემდეგნაირად. შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური, ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებვლებმაც. როგორც ვერ დაიცვა ქართულმა ოცნებამ, თავისი უსუსურობით, ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვეს ცესკოს თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ თვითონ შეუწყვეს ხელი მის გადადგომას", — აღნიშნა გახარიამ.

30 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მან ახალი საარჩევნო რეგულაციებისთვის ფართო პოლიტიკური თანხმობის ხელშეწყობა დაასახელა.

ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ოპოზიცია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ითხოვდა. მას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებდნენ. თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ჟღერდებოდა ელჩების ფასილიტაციით გამართულ შეხვედრების პერიოდშიც.

გაიგე მეტი: