სოფლის მეურნეობის განვითარების 10-წლიანი გეგმა — რას გვპირდება დავითაშვილის უწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სექტორის განვითარების 2030 წლამდე გეგმა წარადგინა. მომავალ 10 წელზე საუბრისას მინისტრმა არაერთხელ გაიხსნენა წარსული — მიღწევები, რომელიც მისი შეფასებით, ქვეყანას ჰქონდა 2012 წლიდან დღემდე და ჩავარდნები, რომლებიც, დავითაშილისვე განცხადებით, 2004-2012 წლებში იყო.
პრეზენტაციიდან გავიგეთ, რომ სამინისტროს საქმიანობა მომავალი 10 წლის განმავლობაში შემდეგ მიზნებს გააერთიანებს:
- სასურსათო უსაფრთხოების მიზნით თვითუზრუნველყოფის ამაღლება;
- საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, მდგრადი მართვის უზრუნველყოფა;
- კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი ინსტიტუციური განვითარება.
დავითაშვილმა ისაუბრა კონკრეტულ პროდუქტებზე, რომელთა წარმოების გაზრდას გეგმავს. მისი თქმით, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებით დაფარული ფართობისა და მათი გამომუშავების მაჩვენებელი 2026 წლისთვის გაორგამდება, ხოლო 2030 წლისთვის — გასამმაგდება.
მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის კონკრეტული პროდუქტების წარმოება იმდენად უნდა გაიზარდოს, რომ ქვეყანამ შეძლოს არა მხოლოდ თვითუზრუნველყოფა, არამედ მაქსიმალურად გამოიყენოს საექსორტო პოტენციალიც.
"ეს არის მსხვილფეხა რქოსანი პროდუქტი, ეს არის, რა თქმა უნდა, ღორისა და ფრინველის ხორცი [...] ვზრდით, წარმოებას რძის მიმართულებით, სადაც უფრო უკეთესი სიტუაცია გვაქვს თვითუზრუნველყოფის მიმართულებით", — განაცხადა დავითაშვილმა და დაამატა, რომ 2023 წლიდან საქართველო გახდება, მათ შორის, რძის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტების 1/3 სოფლის მეურნეობაზე მოდის და მომდევნო წლებში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.
"ჩვენი ამბიციაა, რომ სოფლის მეურნეობა იყოს ნეტო ექსპორტიორი. ამ ამოცანას ჩვენ უახლოეს ხანებში, ორი წლის პერსპექტივაში მივაღწევთ [...] ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 3 მლრდ. დოლარის ექსპორტი", — განაცხადა მინისტრმა.
10 წლიანი გეგმის წარდგენისას, დავითაშვილმა დიდი დრო დაუთმო სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციებისა და თანადაფინანსების მნიშვნელობას. მისი ინფორმაციით, მომდევნო წლებში სახელმწიფოს ჩართულობა განსაკუთრებით გაიზრდება შემდეგ სფეროებში:
- პირველადი წარმოება
- გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოო ონფრასტრუქტურა;
- მექანიზაცია და დამხმარე ინფრასტრუქტურა;
- ტექნიკური დამხარება.
"რომ არა სახელმწიფოს ინტერვენციები დაწყებული 2012 წლიდან — ჩვენ 2004 წლიდან 2012 წლამდე გვქონდა ძირითადი პარამეტრების გაუარესება, დამატებითი ღირებულების კლება გვქონდა სოფლის მეურნეობაში — შევძელით 2012-2013 წლებში ამ კლების შეჩერება და რამდენიმე წელიწადი დაჭირდა ჩვენს ძალისხმვას, რომ ტენდენცია კლებისა შეცვლილიყო ზრდისკენ", — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეიმუშავებს.
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე ოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
კომენტარები