შეიძლება კინოსა და სერიალების ბევრმა მოყვარულმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ უმა თურმანისა და ეთან ჰოუკის შვილი, მაია ჰოუკი, გაიზარდა და სამსახიობო კარიერა დაიწყო.

სერიალის Stranger things-ის მაყურებელმა იგი უკვე იხილა ეკრანზე. მისი პერსონაჟი მესამე სეზონში შეუერთდა სამსახიობო ჯგუფს და ყველასთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი ლესბოსელი პერსონაჟის სახე შექმნა.

ფოტო: Tumblr

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავად კვენტინ ტანარტინოც კი აღელვებულია იმ ფაქტით, რომ მაიას შეუძლია ცნობილი პატარძლის შვილის როლი შეასრულოს.

კვენტინ ტანარტინომ უკვე განაცხადა, რომ იგი ერთ ფილმს გადაიღებს და კარიერას დაასრულებს. ჯერ არ ვიცით, ეს ფილმი იქნება თუ არა Kill Bill-ის მესამე ნაწილი, რადგან რეჟისორის თქმით, მას სურს, რომ საბოლოო ფილმი მისი კარიერი ეპილოგი იყოს. მიუხედავად ამისა, რეჟისორი ჯერ კიდევ დაინტერესებულია Kill Bill-ის მესამე ნაწილში ისტორიის განვითარებით.

ჯო როგანთან სტუმრობისას კვენტინმა ისაუბრა იმაზე, თუ ვის ათამაშებდა მესამე ნაწილში, თუკი ფილმი ნამდვილად შედგებოდა.

"წარმოვიდგენ, რომ პატარძალი და მისი შვილი ბეიბი 20 წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობენ. თუმცა შემდეგ ამ მშვიდ ცხოვრებას რაღაც დაარღვევს. თანაც ახლა შემიძლია ფილმში უმა თურმანი და მისი შვილი მაია ერთად ვათამაშო, რაც ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის".

ტარანტინოს თქმით, მესამე ფილმში პერსონაჟი ვერნიტა გრინის შვილი ეცდება შური იძიოს დედამისის მკვლელობისთვის და პატარძალი მოკლას. ტარანტინოს იმაზეც უფიქრია, ვინ შეასრულებს შვილის როლს, მისი აზრით, ამ პერსონაჟს ზენდეია არაჩვეულებრივად ითამაშებდა.

ფოტო: tumblr

ფოტო: tumbl

მიას უკვე აქვს ნამუშევარი კვენტინთან ერთად. მან ეპიზოდური როლი შეასრულა რეჟისორის ბოლო ფილმში Once Upon a Time in Hollywood.

"მე კვენტინის და მისი ფილმების გარშემო გავიზარდე. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება ამ ფაზლში ერთი ჩემი ნაწილიც ჩამედო, თუნდაც მცირედი. განმეცადა ის, რასაც დედაჩემი განიცდიდა კვენტინთან მუშაობისას", — თქვა მიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

საინტერესოა, როგორ მოახერხებს კვენტინი თავისი პირობის შესრულებას და ორი ფილმის ერთდროულად გადაღებას. თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერს რასაც ის გააკეთებს, ემოციური, ამაღელვებელი და ლეგენდარული იქნება.