შსს-მ უნდა დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება — არა ფობიას!
სამოქალაქო პლატფორმა არა ფობიას მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. ასევე, ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების მცდელობებზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გამართვას საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური მედიის გამოყენებით, ღიად და საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ.
"კონტრაქციის ორგანიზატორთა საჯარო განცხადებები გაჯერებულია მუქარის შემცველი და ძალადობრივი მოწოდებებით აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებას. საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ დრომდე საჯაროდ არ გაცხადებულა მზაობა ღირსების მარშის მონაწილეთა უპირობო დაცვის შესახებ", — ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია ის მძიმე შედეგები, რაც 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს გამართული შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ მოწყობილ კონტრაქციას მოჰყვა სამართალდამცავი ორგანოების არასაკმარისი მობილიზაციის გამო — მოძალადეების მხრიდან დაირღვა მშვიდობიანი შეკრების უფლება, მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოება, ხოლო მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.
მიმართვაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კანონის მიხედვით, აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა და მოწოდებები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
"კონტრაქციის ორგანიზატორთა განცხადებები მის ძალადობრივ მიზანზე მიუთითებს და საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლის თანახმად, დასჯადია რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს", — ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების შეუფერხებლად რეალიზების მნიშვნელობას და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების მცდელობებზე;
- უპირობოდ დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა უფლებები და უსაფრთხოება.
მიმართვას ხელს აწერენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- უფლებები საქართველო (Rights Georgia);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- თანასწორობის მოძრაობა;
- საფარი.
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
- რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც ზიზღის ტალღის გარდა არაფერი მოაქვს, ამას ვერ ვხვდები — ელისაშვილი
- თუ გრძნობ, რომ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მორალური ვალდებულება აქვთ, თავი შეიკავონ — მაჭარაშვილი პრაიდზე
- კუჭავას აზრით, პრაიდის უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტარების მომართვა საჭირო იქნებოდა, "საფუძველი რომ არსებობდეს"
- კობახიძე პრაიდის კვირეულზე: სრული კონტექსტის გათვალისწინებით, უარი უნდა ეთქვათ ჩატარებაზე
- პრაიდზე საუბრისას ვოლსკი ამბობს, რომ პოპულარიზაციისა და რეკლამირების წინააღმდეგია
- დავით სერგეენკო ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და პრაიდს "ზომიერებისკენ" მოუწოდებს
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
კომენტარები