წილოსანი პრაიდზე: ნებისმიერი გამოხატვის ფარგლებში სახელმწიფოს ექნება კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება
ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს გამოხატვის თავისუფლება აქვს და მათი გადასაწყვეტია რამდენად დააორგანიზებენ ისინი მსვლელობას. On.ge-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გამოხატვის ფარგლებში სახელმწიფოს ექნება კანონის და კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება.
"მმართველი პარტიის ინიცირებულია ის განახლებული კონსტიტუცია, რომელშიც კიდევ უფრო მკაფიოდ არის ჩაწერილი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და მთლიანი სულისკვეთების ფარგლებში, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პრაიდის მარშთან დაკავშირებით, ეს მათივე გადასაწყვეტია რამდენად ისინი დააორგანიზებენ ამ მსვლელობას, ამ პროცესს", — ამბობს ის.
მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება პრაიდთან დაკავშირებით არასწორად ინტერპრეტირებული იქნა.
"რაც თავად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამის გარკვეულწილად, შეიძლება, არასწორი გაგება და ინტერპრეტაცია მოხდა. ის გულისხმობდა, რომ მათ თავად არ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამგვარი მარში კიდევ ერთ რაღაც დაპირისპირებას გამოიწვევდაო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თითოეული მხარე თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოხატოს თავისი მიმდინარეობა თუ მიმართულება", — განაცხადა მან.
- თუ რომელიმე ჯგუფის აქტივობის მიზანი პროვოკაციულია, ასეთი ქმედებისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს — მდინარაძე პრაიდზე
- ერთი ხელით არ უნდა გასცე ნებართვა და მეორე ხელით არ უნდა უთხრა, ნუ ჩაატარებო — ხაზარაძე პრაიდზე
- მჯერა, რომ პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას — ხვიჩია ღირსების მარშზე
- კარგი იქნება გაითვალისწინონ, რატომაა საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აგრესია — მიქანაძე პრაიდზე
- თუ გრძნობ, რომ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მორალური ვალდებულება აქვთ, თავი შეიკავონ — მაჭარაშვილი პრაიდზე
- ნებისმიერი აქცია სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იყოს ძალადობისგან — მეგრელიშვილი პრაიდზე
- იმის გათვალისწინებით, რა მოქმედებებიც უძღვის ხოლმე, მიზანშეწონილი არ იქნება, ჩატარდეს — ღუდუშაური პრაიდზე
- პაპუაშვილი პრაიდზე: თუ მათ რაიმე ქმედება სურთ, სურთ, მაგრამ ამავე დროს, ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეფასება ჰქონდეს
- მე თუ მკითხავთ, არ იყო ამის აუცილებლობა — ზარქუა პრაიდზე
- ხელისუფლების ვალდებულებაა, უსაფრთხოება იყოს დაცული, მწამს, ასეც იქნება — სარჯველაძე ღირსების მარშზე
28 ევროპარლამენტარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები და მათი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების განხორციელება უზრუნველყოს.
წერილში საუბარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი კომენტარზე, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმებულიყო. ევროპარლამენტარების შეფასებით, ეს განცხადება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას აზრით, ევროპარლამენტარების მიმართვა საჭირო იქნებოდა, "ამის საფუძველი რომ არსებობდეს".
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები