თბილისში კიდევ ერთი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა, შედეგად ლისი-მუხათწყაროს გზა გადაკეტეს. ადგილზე მიიტანეს ბეტონის ჯებირებიც. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე 30 ივნისს განვითარდა.

"მონაკვეთზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგიის სამსახურის სპეციალისტები დილიდანვე იყვნენ ჩართულები. იმყოფებოდა სამშენებლო კომპანიაც, რომელმაც გზის მშენებლობა განახორციელა. ასევე, იყვნენ გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც საინჟინრო პროექტზე უკვე დაიწყებენ მუშაობას", — აცხადებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, დავით ნოზაძე.

გუბერნატორის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაობს კომპანია განახორციელებს, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში გზის მოვლა პატრონობა მას ეხება.