TV პირველის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ
TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკაში, სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დამტვრეულია აპარატურა. ჟურნალისტის ინფორმაციით, თავდასხმაში გამგებლის ბიძაც მონაწილეობდა. თავდასხმის დეტალების შესახებ ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.
როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ On.ge-ს უთხრა, ჯგუფი წინწყაროში ადგილობრივების თხოვნით იყო ჩასული. მოსახლეობა ადგილზე არაფორმალური მმართველობის პრობლემასა და მიწების მიტაცების საკითხზე საუბრობს. მათი თქმით, ვითარებას ადგილზე გამგებელი აფრასიძე და მისი ნათესავები აკონტროლებენ.
ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილის თქმით, ქუჩაში მოსახლეობის ჩაწერისას დაესხნენ თავს და თავდასხმის რამდენიმე ეპიზოდი იყო, რა დროსაც მათ აპარატურა დაუზიანეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. განსაკუთრებული აგრესიულობით გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, გამოირჩეოდა. ამასთან, როგორც ელიკაშვილი ამბობს, მომხდარს თავად გამგებელიც შეესწრო, მაგრამ მას ბიზისთვის არათუ ხელი არ შეუშლია, არამედ გაამართლა კიდეც.
TV პირველის მიერ გადაღებულ კადრებში პირდაპირ ჩანს და ისმის, როგორ აყენებს ის ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორ აგინებს და როგორ უშლის ხელს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში.
"გასწიე, გითხარი! გასწიე! ერთხელ ვერ გაიგონე? TV პირველს ვერ ვიტან, თქვენს დედებს *** თქვე ბოზებო, დაახვიეთ აქედან... გაიკეთე***, ბლიად. თქვენს დედებს*** მე, ბიჭო... პოლიციას მივმართავ (ჟურნალისტი)... მიმართე, შენი დედიკო *** ნუ მიღებ თორემ ამ კბილებს ამოგიღებ", — ისმის ჩანაწერში.
ამის შემდეგ კი გოჩა აფრასიძე თანასოფლელებს დაუპირისპირდა, რადგან ისინი ჟურნალისტების დაცვას ცდილობდნენ. აფრასიძე მათაც ემუქრება და აგინებს.
ამასთან, კადრებში ჩანს, რომ კიდევ ერთი თავდასხმა უკვე გამგეობის შენობასთან მოხდა, სადაც უკვე გამგებლის დედა დაუპირისპირდა ჟურნალისტებს და შეურაცხყოფას აყენებდა.
მოხდართან დაკავშირებით განცხადებას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.
"მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები", — ნათქვამია ინფორმაციაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
-
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
-
გადახედვაOn.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს On.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
კომენტარები