სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელებაში ბრალდებულს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულზე ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა.

აღნიშნული პირი პოლიციამ 26 თებერვალს დააკავა, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ", მე-3 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.სე