გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით თამარ ჟვანიას ჟვანიას გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მისი ცესკოში ყოფნა არც ქართულ ოცნებას აწყობდა.

"მე მგონი, საზოგადოებისთვის გასაგებია, რომ წინა არჩევნებზე თამარ ჟვანიამ მიიღო ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი და ნებისმიერი არჩევნები, რაც არ უნდა ჩატარებულიყო თამარ ჟვანიას ხელში, კარგადაც რომ ჩატარებულიყო, ეს ყოველთვის იქნებოდა ლაპარაკის საგანი, რომ, ნახეთ, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა შეცდომები და ა.შ. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი გადაედგა იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ქართულ ოცნებას არ აწყობდა თამარ ჟვანიას იქ ყოფნა", — განაცხადა ხვიჩიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადადგა. ფეისბუქპოსტზე ის წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

21 ივნისს პარლამენტში ყოფნინას თამარ ჟვანია ამბობდა, რომ "არსად წასვლას არ აპირებდა". აღნიშნული განცხადებიდან 9 დღის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გადადგა. თავის პოსტში ჟვანია აღნიშნავს, ამ თემაზე მედიასთან დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. მისივე თქმით, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.