ამერიკული რომანტიკული კომედიების ვარსკვლავი, 55 წლის მეგ რაიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეკრანს კვლავ უბრუნდება.

Picture Paris ასე ჰქვია სერიალს, სადაც ის მთავარ როლს შეასრულებს.

სიუჟტი 2011 წელს გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს ეფუძნება. ეპიცენტრშიც გარეუბანში მცხოვრები დედაა, რომელიც ქმართან ერთად პარიზში მოგზაურობას მას შემდეგ გადაწყვეტს, როცა შვილი სახლიდან წასვლას და დამოუკიდებლად ცხოვრებას გადაწყვეტს.

მეგ რაიანს კარიერაში ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა აღებული, მას 10 წელზე მეტია მთავარი როლი არ შეუსრულებია ფილმებში, ხოლო ტელევიზიაში ეს 13 წლის შემდეგ პირველი მთავარი როლი იქნება.