ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა, სადაც მოსამართლეთა საკითხი განიხილებოდა
ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი განიხილებოდა.
როგორც სხდომის დატოვების შემდეგ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ოპოზიცია მოითხოვს, რომ რეფორმების სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, ხოლო მანამდე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეჩერდეს.
"უმრავლესობა აპირებს, შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა შეამოწმოს არალეგიტიმურად წარმოდგენილი კანდიდატები, შესაბამისი დოკუმენტაცია აქვთ თუ არა პარლამენტში გამოგზავნილი. ჩვენ ამ ფარს პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეიქმნას რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის შეთანხმებით და მანამდე დანიშვნების პროცესი შეჩერდეს", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის ვალდებულება, რომელიც ქართულმა ოცნებამ აიღო, ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ პარლამენტში ეს პროცესი არ უნდა გაგრძელდეს.
"ამაზე ორაზროვანი განმარტებები არის წარმოუდგენელი, რადგან ამაზე შარლ მიშელის შეთანხმებაშიც და მის საფუძველზე ვენეციის კომისიის დასკვნაშიც ცალსახად წერია, რომ პარლამენტმა პროცესი არ უნდა გააგრძელოს. ეს არის ვალდებულება, რომელიც აიღო ქართულმა ოცნებამ და კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და გავაგონეთ ჩვენი ხმა, რომ ამ შეთანხმებას არავინ კითხულობს ისე, როგორც ქართული ოცნება. ისხდნენ ახლა ამ დარბაზში მარტო და გადაწყვიტონ, სამუშაო ჯგუფი სამ კაციანი შექმნან, თუ სამ ნახევარი", — თქვა მან.
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა, სადაც თანამდებობაზე 46 მოსამართლე დაინიშნა. გარდა ამისა, საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ახლა კადრების დამატება სასამართლოში არსებული ძლიერი ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს. ამ თემაზე კრიტიკული განცხადებები ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებსაც, ისინი მმართველ გუნდს შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
გაიგეთ მეტი:
- ეს სიჩქარე ცუდი სტარტი იქნება — კარლ ჰარცელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე
- პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს ეს მოსამართლეების დანიშვნა რეფორმის განხილვამდე — დეგნანი
- შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას — რიში
- იუსტიციის საბჭოს რეფორმამდე, მისი გადაწყვეტილება ვერ ისარგებლებს ლეგიტიმაციით — ომბუდსმენი
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები