ორშაბათს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, როგორც Pfizer-BioNTech, ასევე Moderna-ს COVID-19-ის ვაქცინები იწვევს ადამიანის ორგანიზმში თანმიმდევრულ იმუნურ რეაქციას, რომელსაც ჩვენი დაცვა წლების განმავლობაში შეუძლია.

ეს თუ ასეა, შეგვეძლება საბოლოოდ ამოვისუნთქოთ და კონკრეტული ვირუსის მობრუნების აღარ შეგვეშინდეს.

კორონავირუსის მიმართ გაჩენილი იმუნიტეტი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს

ახალი დასკვნები იძლევა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ ადამიანების უმეტესობას, რომლებიც mRNA სახის ვაქცინის ორ დოზას იღებენ, შეიძლება აღარ დასჭირდეთ შემდეგი, ე.წ. გამაძლიერებელი დოზები.

"ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ჩვენი იმუნიტეტისთვის", — ამბობს ალი ელებედიმი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის იმუნოლოგი და კვლევის მთავარი ავტორი.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს მეხსიერების B უჯრედები ვირუსზე ინფორმაციას დიდი ხნით ინახავენ და ეს როგორც მინიმუმ, ერთი წელი გრძელდება.

კვლევის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ხოლო მათთვის ვინც ვირუსი ვაქცინაციამდე გადაიტანა და მას შემდეგ აიცრა, იმუნიტეტი შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქტიური იყოს.

ამ დასკვნების გასაკეთებლად, ელებედიმ და მისმა გუნდმა შეისწავლეს მეხსიერების უჯრედების წყარო — ლიმფური კვანძები, რაც იმუნური უჯრედების ერთგვარი სავარჯიშო საშუალებაა.

თუმცა, მნიშვნელოვანია ვირუსის ახალი შტამების ფაქტორიც, ისეთის, როგორიცაა დელტა ვარიანტი. ამ მხრივ მკვლევრებს ჯერ ზუსტი პასუხები არ აქვთ და ამისთვის მომავალში სხვა კვლევებიც იქნება საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.