კანადა და შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი რეკორდს რეკორდზე ხსნიან და ეს ყველაფერი მაღალ ტემპერატურასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ ყველაზე აქტიური პორტლენდი და სიეტლი არიან. საგანგაშო "სითბური ტალღა", რომელიც, კლიმატის ცვლილებებზე მიანიშნებს, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე ცხელი ზაფხული, რომელსაც აქამდე მოვსწრებივართ. და რაც ყველაზე საგანგაშოა, ესვე შეიძლება იყოს ყველაზე "გრილი ზაფხული", იმასთან შედარებით რაც მომავალში მოგველის.

AccuWeather-ის თანახმად, პირველად სიეტლმში 37.7 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა.

"ასეთი მაღალი ტემპერატურა ამ მხარისთვის არ არის დამახასიათებელი", — თქვა AccuWeather-ის უფროსმა მეტეოროლოგმა რენდი ადკინსმა.

ფოტო: accuweather

ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილების გრძელვადიანი საფრთხეები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უკვე დღეს შეიძლება იყოს სახიფათო. ამის ერთი მაგალითია, ის რომ რეგიონის ბევრ სახლს — განსაკუთრებით ხანდაზმულთა სახლებს, უსახლკაროთა თავშესაფრებს და სხვა რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის წარმომადგენლებს — არ აქვთ კონდიციონერი, რადგან აქამდე ეს არასოდეს ყოფილა საჭირო. თუმცა, კონდიციონერების ფაქტორი ერთი კონკრეტული მაგალითია იმის, რომ მსგავსი რეგიონები კლიმატის ასეთი ცვლილებებისთვის მზად არ არის.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.