ბრიტანელი ინჟინრის, უილ კატბილის შოკოლადისადმი სიყვარული უკვე უამრავმა ადამიანმა იცის — უილმა ცნობილი ტკბილეულის, M&Ms-ის 5 მარცვლის ერთმანეთზე დაწყობით მსოფლიოში აღნიშნული ტკბილეულის ყველაზე მაღალი "კოშკი" ააგო და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი M&Ms-ის 4 მარცვლისგან აშენებული "კოშკი" იყო. მისი გაუმჯობესება უილმა ლოქდაუნის ერთ წვიმიან დღეს გადაწყვიტა.

"ეს იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ჩანს... ისინი [მარცვლები] ისეთი ბრტყელი არაა, როგორიც გგონიათ. უფრო სფეროს ფორმა აქვთ, ამიტომ ფეხბურთის ან კალათბურთის ბურთების ერთმანეთზე დაწყობას ჰგავს", — ამბობს უილი.

მისი თქმით, რეკორდის დასამყარებლად ასობით მცდელობა დასჭირდა. საბოლოოდ, უილმა ნანატრ შედეგს მიაღწია და ეს დიდებული წამები ვიდეოშიც კარგად ჩანს. უილი გინესის რეკორდსმენი გახდა.

"როგორც კი რეკორდი დავამყარე, უნდა ვაღიარო, რომ მაშინვე შევჭამე", — ამბობს გინესის რეკორდსმენი.