ჰარუკი მურაკამი — მწერალი, რომლის წიგნებიც საქართველოში პოპულარობას არ კარგავს
"რაღაცნაირად მახინჯი იხვის ჭუკი ვარ; ყოველთვის ჭუკი და არასდროს — გედი", — ამბობს არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი და თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო რომანისტად მიჩნეული იაპონელი მწერალი, ჰარუკი მურაკამი. სიმბოლურია, რომ მურაკამი 2016 წელს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ლიტერატურული პრიზითაც დაჯილდოვდა.
"ჩემი მკითხველები მყავს, მაგრამ კრიტიკოსებსა და მწერლებს არ მოვწონვარ. რატომ? წარმოდგენა არ მაქვს! 35 წელია, ვწერ და დასაწყისიდან დღემდე ეს სიტუაცია უცვლელია", — ამატებს იაპონური ლიტერატურული სამყაროს შავ ცხვრად მონათლული მწერალი.
დარწმუნებული ვარ, წაკითხული თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ ჰარუკი მურაკამის სახელი ან შეიძლება მისთვის წიგნის მაღაზიაში, ბესტსელერების თაროზე მოგიკრავთ თვალი. ამ ავტორის წიგნები ხომ უკვე წლებია, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოცემებად მიიჩნევა, თანაც იმდენად, რომ სულაკაურის გამომცემლობას ტირაჟის განახლება რამდენჯერმე დასჭირდა.
12 იანვარს მურაკამი უკვე 73 წლის გახდა. ამ იუბილეს აღსანიშნავად კი სულაკაურის გამომცემლობა 11, 12 და 13 იანვარს, თავის ვებსაიტსა და წიგნის მაღაზიებში მწერლის წიგნებზე 20-პროცენტიან ფასდაკლებას გთავაზობთ. არჩევანი რომ უფრო გაგიმარტივოთ, გთავაზობთ მურაკამის ქართულად თარგმნილი იმ წიგნების სიას, რომლის შეძენასაც შეძლებთ.
1. კაფკა პლაჟზე
2002 წელს გამოცემულმა ამ რომანმა მურაკამის საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ინგლისურად თარგმნის შემდეგ ნაწარმოები The New York Times-მა წლის 10 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა, მალევე კი კაფკა პლაჟზე ფენტეზის მსოფლიო პრიზითაც დაჯილდოვდა. ამის მიუხედავად, წიგნი ალბათ ნაკლებად განეკუთვნება ფენტეზის ჟანრს და უფრო მეტად — მაგიურ რეალიზმს. სწორედ რეალურსა და ირეალურს შორის გაბუნდოვანებული ზღვარი გახდა მურაკამის ნიშა, რომლითაც იგი გაიცნეს და შეიყვარეს.
2. ნორვეგიული ტყე
რომანი, რომელიც The Beatles-ის ცნობილი სიმღერიდან აღებულ სახელს ატარებს, გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოიცა და განსაკუთრებული პოპულარობა იაპონელ ახალგაზრდებს შორის მოიპოვა. პირველ პირში მოთხრობილი მოურიდებელი და გულწრფელი ამბავი, რომელიც ნამდვილად ჰგავს ახალგაზრდების ტყეში ხეტიალს, ბევრი მკითხველისათვის ახლობელი აღმოჩნდა არა მხოლოდ მურაკამის სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც — მათ შორის, საქართველოში, სადაც ის მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი რომანია.
3. უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები
აი, ბესტსელერობაზე თუკი ვსაუბრობთ, იქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები, რომელიც იაპონიაში გამოცემიდან ერთ თვეში მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. იმის მიუხედავად, რომ ღრმა განცდებზე ამბავი აქ მესამე პირშია მოთხრობილი, ის მურაკამისეული თხრობის მანერით მაინც ახლობელი ხდება მკითხველისთვის. მოქმედება კი კვლავაც იაპონიაში ხდება, თუმცა, მსოფლიო აღიარება არც ამ წიგნს მოჰკლებია — The New York Times-მა რომანი 2014 წელს წლის 100 ღირსშესანიშნავ წიგნს შორის მოახვედრა.
4. ქარი/პინბოლი
წიგნი მურაკამის სადებიუტო ტრილოგიის პირველ ორ ნაწილს აერთიანებს. ტრილოგიას, რომელსაც მოგვიანებით მეოთხე რომანიც დაემატა, მწერალი თავის სამზარეულოში, გვიან ღამით წერდა ხოლმე. ქარი იაპონელმა მკითხველმა 1979 წელს გაიცნო. ის თავდაპირველად ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემაში დაიბეჭდა, თუმცა, მალევე გამოიცა წიგნადაც. იმის მიუხედავად, რომ ეს ახალბედა მწერლის პირველი გამოცემული ნაწარმოები იყო, მისი საშუალებით ადვილად შეგიძლიათ თხრობის მურაკამისეულ, გამორჩეულ მანერას გემო გაუგოთ. აქაც არაერთი კულტურული ალუზია დაგხვდებათ დასაწყისიდანვე — სათაურიც ხომ თრუმენ კეპოუტის ერთ-ერთი ნაწარმოებიდანაა აღებული.
5. ნადირობა ცხვარზე
ზემოხსენებული ტრილოგიის მესამე ნაწილი, ისევე, როგორც მურაკამის მესამე წიგნი, ნადირობა ცხვარზეა. მისით მკითხველმა პოსტმოდერნისტი მურაკამი გაიცნო — მაგიური რეალიზმის ელემენტებით გაჯერებული ტექსტი არც ისტორიული და არც კულტურული ალუზიების ნაკლებობას არ უჩივის. წინა წიგნებისგან განსხვავებით, მურაკამიმ ამ რომანში უფრო თამამად გამოიყენა პოლიტიკური ალეგორიებიც და ეს ყველაფერი ერთ დიდ, უცნაურ და ჩამთრევ ზმანებაში მოაქცია, რომელსაც ნადირობა ცხვარზე ჰქვია.
6. დენს დენს დენს
თავის დროზე ავტორმა თქვა, რომ თავისი დაწერილი წიგნებიდან ყველაზე მეტად სწორედ დენს დენს დენსზე მუშაობით ისიამოვნა. ეს წიგნი ტრილოგიის ერთგვარი გაგრძელებაა, თუმცა, მის დაწერამდე მურაკამიმ სხვა ნაწარმოებები დაწერა და გამოსცა. ეს ყველაფერი — გამოცდილების მატება, დროის გასვლა და ბევრი რამის, მათ შორის, პოპულარობის გადაფასება, რომანში აისახა. ჩვეულებას ავტორმა არც ამჯერად უღალატა და სიურეალისტური სიუჟეტის ცენტრში გენდერისა და სექსუალობის საკითხები მოაქცია.
7. მოსამართი ჩიტის ქრონიკები
ამ წიგნზე ყველაზე საინტერესო სათქმელი ის არის, რომ რომანი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იაპონური ლიტერატურული პრემიით, იუმიურის პრიზით დაჯილდოვდა. საქმე კი ისაა, რომ ეს ჯილდო მურაკამის თავისმა კოლეგამ, თუმცა, მისმა ერთ-ერთმა უმკაცრესმა კრიტიკოსმა, კენზაბურო ოემ გადასცა. წიგნმა მსოფლიო მკითხველები და კრიტიკოსებიც ისე აღაფრთოვანა, რომ ბრიტანულმა გაზეთმა, The Daily Telegraph-მა 2014 წელს მოსამართი ჩიტის ქრონიკები ყველა დროის 10 საუკეთესო აზიურ რომანს შორის დაასახელა.
8. ნაწყვდიადევს
რეალობასა და ზმანებას შორის ყველაზე მკაფიო ზღვარი მურაკამიმ 21-ე საუკუნეში გამოცემული ამ რომანით გაავლო — წიგნში ნაწყვდიადევს სიუჟეტი ორ სხვადასხვა დროსა და სიტუაციას შორის ინაცვლებს. მკითხველიც ცდილობს, ავტორისეულ სტილს აჰყვეს და მოკლე თავებიდან ერთიმეორეზე გადასვლისას მოვლენების გამიჯვნა შეძლოს. თუმცა... თავადვე გაიგებთ, რამდენად გამოგივათ ეს, როცა წიგნს წაიკითხავთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები