ჯემი ლინ სპირსი: ჩემს დას იქამდე ვუჭერდი მხარს, სანამ ეგ ჰეშთეგი იარსებებდა
ბრიტნი სპირსის უმცროსმა დამ, ჯემი ლინ სპირსმა მომღერალს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა. მეურვეობის დასრულების მოთხოვნით ბრიტნიმ სასამართლოს გასულ კვირაში მიმართა და განაცხადა, რომ მისი უფლებები იზღუდება.
ჯემი ლინ სპირსს ბრიტნის ფანების სიჩუმის გამო აკრიტიკებდნენ, ლინმა სწორედ მათ უპასუხა.
"სწორი არ ვიქნებოდი, თუ ჩემი დის სიტყვებს მის ნაცვლად ვიტყოდი. ეს მისი გასაკეთებელი იყო. ახლა, როცა მან ყველაფერი აშკარად თქვა, შემიძლია მეც ასევე მოვიქცე. მგონი აშკარაა, რომ დაბადებიდან ჩემი დის სიყვარულისა და მხარდაჭერის მეტი არაფერი გამიკეთებია. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა რას იზამს, ჯუნგლებში გაიქცევა თუ მსოფლიოს შეაზანზარებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მისი ბედნიერებაა", — თქვა მან ინსტაგრამის სთორიში განთავსებულ ვიდეოში.
სუპერვარსკვლავის 30 წლის და ამბობს, რომ მან ცხოვრებაში გააზრებული არჩევანი გააკეთა, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ როგორც და და მისი შვილების დეიდა, ისე ჩართულიყო:
"შეიძლება მას ისე საჯაროდ არ ვგულშემატკივრობ, როგორც თქვენ გსურთ, ჰეშთეგით და საჯარო პლატფორმაზე. მაგრამ მე ჩემს დას იქამდე ვუჭერდი მხარს, სანამ ეგ ჰეშთეგი (#FreeBritney - თავისუფლება ბრიტნის) იარსებებდა და მომავალშიც ასე იქნება. კარგად დაიმახსოვრეთ. 9 წლიდან ვმუშაობ და საკუთარ თავს 10 წლიდან ვარჩენ. თქვენთან ვალდებული არ ვარ, ჩემმა დამ იცის, რომ მიყვარს და მის გვერდით ვარ და მე მხოლოდ მის მიმართ ვგრძნობ ვალდებულებას. მე ჩემი ოჯახი არ ვარ, მე პიროვნება ვარ და ჩემი სახელით ვლაპარაკობ. ჩემი დით ვამაყობ, რომ საკუთარ თავს იცავს და ლაპარაკობს, ვამაყობ, რომ ახალი ადვოკატი მოითხოვა".
ჯემი ლინ სპირსი, რომელიც თავად მსახიობია, ამბობს, რომ თავისი დის მოთხოვნას, მეურვეობის დასრულების შესახებ, მხარს უჭერს.
ბრიტნიმ სასამართლოზე გამოსვლისას მეურვეობა სექს-ტრეფიკინგს შეადარა. მისი თქმით ბედნიერი არაა და ყოველდღე ტირის, რადგან მის უფლებებს ზღუდავენ. მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ მას ქორწინების და შვილის გაჩენის უფლებას მეურვეები არ აძლევენ. ბრიტნიმ დასძინა, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მამამისთანაა შეთანხმებული, რომელიც 13 წელია მისი მეურვეა. ბრიტნიმ დასძინა, რომ სურს თავის მთელ ოჯახს უჩივლოს:
"ისინი ციხეში უნდა იყვნენ, იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ვინმეს მონა ვიყო".
ბრიტნის მეურვეები არამხოლოდ მის გადაწყვეტილებებს, მის ქონებასაც განაგებენ. მომღერალმა თითქმის 30-წუთიან გამოსვლაში მამამისს "იდიოტი" უწოდა და კალიფორნიის შტატი მეურვეებისთვის გადაჭარბებული უფლებების მინიჭების გამო გააკრიტიკა. სპირსმა დასძინა, რომ ადვოკატი აფრთხილებდა, რომ მის საჯაროდ ლაპარაკს შესაძლოა გართულებები და სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა შესაძლოა მოჰყოლოდა, თუმცა მომღერლის თქმით, გადაწყვიტა რომ მსოფლიოს საკუთარი ისტორია გულწრფელად მოუყვეს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები