მსგავსი ბრალდებების დროს პროტოკოლები უნდა არსებობდეს — ენდი მარი ბასილაშვილზე
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა და სამი სლემის მფლობელმა, ენდი მარიმ ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე საუბრისას თქვა, რომ ოჯახში ძალადობის ბრალდებების შემთხვევაში ჩოგბურთელების მიმართ გარკვეული პროტოკოლები უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მან უიმბლდონის ტურნირის დაწყების წინ პრესკონფერენციაზე, 26 ივნისს განაცხადა.
ენდი მარი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთმანეთს 28 ივნისს დაუპირისპირდებიან. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობდა ის თავის მოწინააღმდეგეზე და ასეთი ბრალდებების დროს სპორტსმენები უნდა ჩამოშორდნენ თუ არა შეჯიბრებებს.
"ამ საკითხის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე, როცა კითხვა მის და ზვერევის შესახებ დამისვეს. ჩემი აზრით, ასეთი ბრალდებების შემთხვევებში უნდა არსებობდეს პროტოკოლი და პროცედურები. ზუსტად არ ვიცი, პროცესების შინაარსი, მაგრამ რაც გავიგე, ეს ყველაფერი კარგი არ არის. ჩემი აზრით, ATP-მ [პროფესიული ჩოგბურთის ასოციაცია], მმართველმა ორგანოებმა, ITF-მ [ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია] და სლემებმა უნდა შეიმუშავონ პროცედურები", — განაცხადა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა.
ჩოგბურთელების მიმართ ძალადობის ბრალდებებს ენდი მარი წარსულშიც გამოხმაურებია. 2020 წელს გერმანელი ჩოგბურთელი, ალექსანდერ ზვერევი ყოფილმა შეყვარებულმა ხანგრძლივ ძალადობაში დაადანაშაულა. სპორტსმენმა ბრალდებები უარყო და უსაფუძვლო უწოდა. მაშინ ენდი მარიმ განაცხადა, რომ ATP-მ ოჯახში ძალადობის საკითხებს სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებით ის გასული წლის მაისში დააკავეს. ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები