ხინკალი, ხაჭაპური, შქმერული, ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი... ქართული სამზარეულოს ხსენებაზე ყველას დაახლოებით ერთი და იგივე კერძები წარმოგვიდგება თვალწინ და გვშივდება კიდეც.

თუმცა ქართული კულინარიული ისტორია ბევრად უფრო ფართო და მრავლისმომცველია, ვიდრე სტანდარტული ქართული რესტორნების მენიუები. ყველა კუთხეს თავისი განსაკუთრებული გასტრო-ამბები აქვს მოსაყოლი, უძველეს რეცეპტებთან ერთად, რომლებიც საბჭოთა კავშირის გავლენით, ერთ დროს ლამის დავიწყებას მიეცა, თუმცა ახლა ისევ იბრუნებენ ძველ დიდებას.

ამ ტესტით შეგიძლია შეამოწმო, რა იცი უძველესი ქართული კერძების შესახებ.

ტესტი: რა იცი უძველესი ქართული სამზარეულოს შესახებ?

ტესტის დაწყება

1 / 9 შედარებით ადვილით დავიწყოთ: იცი თუ არა, რომელი კუთხის კერძია სინორი?

Gemrielia.ge

2 / 9 რა მცენარეს ეძახდნენ ძველად გურულები "ოქროვაშლას?"

Freepik

3 / 9 მთაში ყველა ხინკალს, გარდა ხორციანისა, აუცილებლად აწებენ ___ში.

wikipedia

4 / 9 აფხაზეთში და, მოგვიანებით, სამეგრელოში გავრცელებული კერძის, ძრძ-ს ინგრედიენტია:

mynet.com

5 / 9 რა ჰქვია მესხური სამზარეულოს დელიკატესს, გამომშრალ დამარილებულ ხორცს?

Facebook

6 / 9 რა ჰქვია ტკბილ პურს, რომელსაც ძველად მხოლოდ დღესასწაულებზე აცხობდნენ?

Tbilvino

7 / 9 ამ სუფრებიდან რომელს შეხვდებოდი ძველად საქართველოში?

8 / 9 სამეგრელოში ხშირად გაიგებ ტრაპეზის წინ სიტყვას: "ათორჩაფა!" რას ნიშნავს ეს სიტყვა?

9 / 9 რომელი ინგრედიენტი არ შედის უძველეს ქართულ კერძში, ხავიწში?

gastronomia.ge

იტვირთება...
ერთი წუთით...

1962 წელს, საქართველოში ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი, საექსპორტო ღვინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1999 წლიდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რითიც სათავე დაედო სრულიად ახალ ეტაპს თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის წინაპირობა არის მომხმარებელი — ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით.

დღესდღეობით თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს — ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც განაპირობებს საუკეთესო ხარისხს. თბილღვინო წლების განმავლობაში იღებს ჯილდოებს მსოფლიოში აღიარებულ კონკურსებზე. თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა განაპირობებს სტაბილურ ხარისხს და ქმნის სანდოობას. თბილღვინოს ვენახები 355 ჰექტარზე არის გაშენებული, ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში.