ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Sinoparm-ისა და Sinovac-ის მილიონი დოზა საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა. მისივე თქმით, Pfizer-ის შემოტანის თარიღს კონტაქტის პირობებიდან გამომდინარე ვერ ასახელებს.

"მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც კონფიდენციალურობისა და გაუთქმელობის ხელშეკრულებას გულისხმობს, არ გვაქვს უფლება დავასახახელო მნიშვნელოვანი დეტალები, რაც მესმის, რომ საზოგადოებას აინტერესებს. თუმცა, იმ მწარმოებლებთან, სადაც ეს კონფიდენციალურობა დაცული არ არის სავალდებულო რომ იყოს, შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ მილიონი ვაქცინა, ნახევარი მილიონი Sinopharm და ნახევარი მილიონი Sinovac უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია", — აცხადებს ტიკარაძე.

ტიკარაძემ, ასევე, თქვა, რომ Pfizer-ის შემოტანის თარიღი დადასტურებულად იციან და შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ისიც ჩაერთვება.

"იცით, რომ მილიონ დოზაზე მეტი ფაიზერის ვაქცინა შემოვა საქართველოში. იქნება მისი ეტაპობრივი მოწოდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება", — აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.