საქართველოში გახშირდა შემთხვევები, როდესაც Apple-ის პრემიუმ ტექნიკას ქარხნული წუნის გამო არაოფიციალური რესელები არ ემსახურებიან და მომხმარებელს მოწყობილობის შეკეთება უხდება თავად, რაც ხშირ შემთხვევაში თავდაპირველი ღირებულების ნახევარი მაინც ჯდება.

ამ ყველაფრის მიზეზი კი არაოფიციალურად იმპორტირებული ტექნიკა და არაავტორიზებული რესელერების ცრუ კომუნიკაციაა.

სტატიაში გაეცნობით ყველა იმ დეტალსა და ნიუანსს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ Apple ტექნიკის შეძენისას.

რამდენი ტიპის პროდუქცია შემოდის საქართველოში?

საქართველოში იყიდება ორი ტიპის Apple ტექნიკა: პირველი გახლავთ ოფიციალური დისტრიბუტორის მიერ შემოტანილი, ხოლო მეორე პარალელურად იმპორტირებული არაოფიციალური პროდუქცია, რომლის ფასიც ახლოსაა ამერიკულ ნაცრისფერთან (ზოგჯერ უფრო იაფიც). ორივე ტიპის ტექნიკა უმეტესწილად უპრობლემოდ ფუნქციონირებს საქართველოს ტერიტორიაზე: იტენება, რეკავს, აჩვენებს გამოსახულებას და ა.შ.

რაში მდგომარეობს უმთავრესი განსხვავება?

მთავარი განსხვავება მდგომარეობს Apple–ის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრის საგარანტიო ვალდებულებებში, რომელიც მხოლოდ ოფიციალურ ტექნიკას ეხება.

სად მივიღებთ ოფიციალურ ტექნიკას და ოფიციალურ გარანტიას?

Apple-ის ავტორიზებული რესელერისგან (AAR) ან პრემიუმ რესელერისგან (APR) ტექნიკის შეძენისას მიიღებთ საგარანტიო ბარათს, რომელიც შემდეგი 12 თვის განმავლობაში მოწყობილობის ყველა გაუთვალისწინებელი პრობლემის გადაჭრის უღალატო გზაა.

როგორ გადავამოწმოთ მოწყობილობის ოფიციალურობა უშუალოდ შეძენამდე?

მიუხედავად იმისა თუ სად შეიძინთ მოწყობილობას, აუცილებელია მისი წარმომავლობის გადამოწმება, რაც ძალიან მარტივია.

საიტზე www.iSupport.ge მთავარ გვერდზე შეიყვანეთ მოწყობილობის სერიული ნომერი და მიიღეთ პასუხი უსწრაფესად.

რომელია Apple–ის ავტორიზებული სერვისცენტრი საქართველოში?

საქართველოში Apple–ის ერთადერთი ავტორიზებული სერვისცენტრია iSupport. თუ თქვენი მოწყობილობა შეწყვეტს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას iSupport–ში ოფიციალური გარანტიის ფარგლებში მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

რას მომსახურებას გვთავაზობს iSupport?

iSupport-ში ისარგებლებთ უფასო დიაგნოსტიკით, შეკეთებით ან თუნდაც მოწყობილობის შეცვლით.

უფასო საგარანტიო მომსახურებას მიიღებთ მხოლოდ ავტორიზებული და პრემიუმ რესელერისაგან ოფიციალური პროდუქტის შეძენისას.

თითოეულ შეცვლილ ნაწილზე ვრცელდება დამატებით სამთვიანი გარანტია. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ მოწყობილობას შეეცვალა ნაწილი გარანტიის გასვლის ბოლო დღეს, მოწყობილობა საგარანტიო მომსახურებით ისარგებლებს დამატებით 3 თვის განმავლობაში.

რას ნიშნავს ნაცრისფერი პროდუქტი და გარანტია?

"ნაცრისფერი" მოწყობილობა პარალელურად იმპორტირებული არაოფიციალური პროდუქტია, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ სერვისს. ნაცრისფერი პროდუქტის შეძენისას მიღებული გარანტია უბრალო ქაღალდია, რომელიც აბსოლუტურად არანაირ მომსახურებას არ გთავაზობთ.

რა ხდება ნაცრისფერი გარანტიით სერვისცენტრში მისვლისას?

ნაცრისფერი გარანტიით სერვისცენტრში მისვლისას მიიღებთ პასუხს, რომ ასეთი დაზიანება არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას. ასეთი შემთხვევები საკმაოდ არის გავრცელებული საქართველოში, რისი მიზეზიც მომხმარებლის არაინფორმირებულობა და მაღაზიების ცრუ და არაკეთილსინდისიერი კომუნიკაციაა.

რა არის მომხმარებლის ყველაზე გავრცელებული ქმედება ასეთ სიტუაციაში?

როგორც წესი, დაზიანებული მოწყობილობის მომსახურებაზე უარის მიღებისას, მომხმარებელი იწყებს სხვადასხვა სერვისცენტრებში მისვლას, ხარჯავს უამრავ დროს, ენერგიას, ფულს და ნერვებს, შედეგად კი ვერ იღებს ვერაფერს.

არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელ მოწყობილობაზეა საუბარი. ხშირ შემთხვევაში რემონტის ღირებულება აჭარბებს ახალი მოწყობილობის ღირებულებას.

საბოლოოდ კი მომხმარებელს უხდება დაზიანებული დეტალების არაორიგინალი და დაბალი ხარისხის ნაწილებით ჩანაცვლება.

რა ხდება ოფიციალური მოწყობილობის არაავტორიზებულ სერვისცენტრში შეკეთებისას?

თუ თქვენ შეიძინეთ ოფიციალური iPhone, თუმცა რაღაც მიზეზის გამო მიმართეთ არაავტორიზებულ სერვისცენტრს, სადაც მათ გახსნეს მოწყობილობა და შეცვალეს სათადარიგო ნაწილი არაორიგინალურით, თქვენი iPhone აღარ მიიღება ოფიციალურ სერვისცენტრში. იგი ავტომატურად ამოღებულია Apple–ის ოფიციალური გარანტიიდან.

სხვა რა შემთხვევაში უქმდება ოფიციალური გარანტიის სერვისი?

iSupport იტოვებს უფლებას, უარი თქვას ნებისმიერი სახის მომსახურებაზე თუ მოწყობილობის ფერი, ზომა ან მოდელი არ შეესაბამება მისი კონფიგურაციის კოდს.

გარდა ამისა, მოწყობილობა არ შეკეთდება თუ არსებობს განზრახ დაზიანების კვალი - აკლია ზოგიერთი ნაწილი, დაინსტალირებულია არასანქცირებული ე.წ. პირატული პროგრამა. მომსახურებაზე უარს მიიღებთ იმ შემთხვევაშიც თუ მოწყობილობაზე არსებული ელემენტი არ არის დამზადებული Apple-ის მიერ.

როგორ დავიცვათ თავი ამ პრობლემებისაგან?

ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად საკმარისია ოფიციალური მოწყობილობის შეძენა Apple–ის ავტორიზებული ან პრემიუმ რესელერისაგან. ასეთ შემთხვევაში მიიღებთ ოფიციალურ გარანტიას 12 თვის ვადით და Apple-ის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრის უფასო მომსახურებას – დიაგნოსტიკა, შეკეთება, შეცვლა.

რა მოვიმოქმედოთ თუ უკვე შევიძინეთ "ნაცრისფერი" მოწყობილობა და საგარანტიო მომსახურებაზე მივიღეთ უარი?

Apple-ის მიერ წარმოებული ყოველი მოწყობილობა სარგებლობს 12-თვიანი საგარანტიო მომსახურებით. გარანტია საერთაშორისოა - თუ თქვენ შეიძინეთ მოწყობილობა, მაგალითად, აშშ–ში, მაშინ მისი გარემონტება ან შეცვლა მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არის Apple–ის ოფიციალური წარმომადგენელი.

ასე რომ, ის მინიმალური სხვაობა ფასში ოფიციალურ და არაოფიციალურ მოწყობილობებს შორის, არ უნდა გაბრკოლებდეთ.