პარლამენტის წევრი და და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი იმდენად გაძლიერდა, ფლობს ბერკეტს დაემუქროს მმართველ პარტიას.

"კლანი დევნის ამ ქვეყნიდან სამართლიანობას, სამართალს და დემოკრატიას. ეს არის რეალობა. იმდენ ხანს გაგრძელდა ეს პროცესი და ისე შეუწყო ამას ხელი ქართულმა ოცნებამ, რომ დღეს თუ ვინმე იმუქრება კლანიდან, ოპოზიციას კი არ ემუქრება, ემუქრება ამ ქვეყანას, პირველ რიგში და ემუქრება ქართულ ოცნებასაც. იმდენად გაძლიერდა კლანი ამ სისტემაში, რომ ისინი უკვე ფლობენ იმ ბერკეტებსაც, რომ დაემუქრონ ქართულ ოცნებასაც", — განაცხადა სამნიძემ TV პირველის ეთერში.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა გოჩიაშვილი.

გაიგე მეტი: