დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

27 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 953, ხოლო გარდაიცვალა — 11 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 073 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 9 972, ხოლო PCR-ით — 12 101.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,65%, ბოლო 7 დღის — 2,33%, ხოლო 14 დღის — 2,49%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 522-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 5 266, ხოლო გამოჯანმრთელდა 349 658 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 370;
  • აჭარა — 39;
  • იმერეთი — 64;
  • ქვემო ქართლი — 44;
  • შიდა ქართლი — 8;
  • გურია — 0;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 23;
  • კახეთი — 23;
  • მცხეთა-მთიანეთი — 2;
  • სამცხე-ჯავახეთი — 12;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 572, საიდანაც 2 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 598 კლინიკურ სასტუმროში, ხოლო 5 386 მკურნალობის კურსს სახლში გადის. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 596 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 161 ადამიანი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 8 187.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: