სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი დახურული იყო. საქმეზე განხილვები გაგრძელდება და სასჯელთან დაკავშირებით მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ არასრულწლოვანზე სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს. გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2018 წელს დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული პირები არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.

ინფორმაცია ბავშვის გაუპატიურების შესახებ 25 ივნისს გავრცელდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულების სახლი დაწვეს.