სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, შეშფოთებულია ცნობებით, რომ ზოგიერთი პარტია შეთანხმებას პატივს რა სცემს. ამის შესახებ მან საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის შესახებ რეზოლუციის წარდგენისას ისაუბრა. დოკუმენტი საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს, ასევე, ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენი რეზოლუცია, რომელიც ყველა მხარეს მოუწოდებს 19 აპრილის ხელშეკრულების ხელმოწერისა და შესრულებისკენ, გამოვიდა კომიტეტზე. შეშფოთებული ვარ ცნობებით ზოგიერთი პარტიის შესახებ, რომლებიც პატივს არ სცემენ შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებენ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უთანხმოება წარსულში უნდა დატოვოს და შეთანხმების შესაბამისად იმოქმედოს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას", — აცხადებს რიში.

აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებით 22 აპრილს შეტანილი რეზოლუცია დარეგისტრირდა, რომელიც მხარეებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციით, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება კვლავ მხარდაჭერილია.

22 ივნისით დათარიღებულ რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შეფერხება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროგრესს ხელს შეუშლის და ამან შეიძლება აშშ-ს დახმარების მიღებაზე გარკვეული წინაპირობების დაწესება გამოიწვიოს.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, სანდოობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული; განსაკუთრებით, წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნებით მოსამართლეთა დანიშვნის კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით.

მიშელის წინადადებაში მითითებულია ისიც, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან "თავი უნდა შეიკავონ".

ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა, რასაც სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის პროტესტი მოყვა. ისინი მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას მოითხოვნდნენ.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს მოუსმენს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ. ეს განცხადება კობახიძემ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

ამის შემდეგ, 23 ივნისს აშშ-ის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც გახაზული აქვს შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც სასამართლო რეფორმას ეხება. მათ შორის ის წინადადებაც, სადაც წერია, რომ პარლამენტმა "უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს".