ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დაახლოებით, ერთ თვეში ეცოდინებათ, რა ფორმით შეიძლება შესავაზონ ანაკლიის პორტი ინვესტორებს.

"მოგეხსენებათ, ანაკლია ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია. ჩვენ მართლაც ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდისა, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი კვლავ საინტერესო ინვესტორებისთვის. ავიყვანეთ საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც 2015 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციას აახლებს და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, იგივე ბაზრის კვლევას. დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება შედეგები და ჩვენ დავინახავთ რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ უკვე ინვესტორებს", — განაცხადა თურნავამ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებისა შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობდა, რომ კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

გაიგეთ მეტი: