"ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენგან მორიგი სადღეგრძელო მოისმინა საქართველოს ყველა მოქალაქემ", — ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში პრემიერმინისტრის ანგარიშის წარდგენა.

"სადღეგრძელო, რომელსაც, რა თქმა უნდა, რეალობასთან ახლოს არაფერი არ აქვს და არაფერი საერთო არ აქვს, მაგრამ მე არც მაქვს იმედი, რომ თქვენ კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს გაგვვცემთ, იმიტომ რომ თქვენი იმედი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილსაც კი აღარ ჰქონდა, როდესაც გადაგაყენათ თანამდებობიდან.

მაგრამ მაინც დავსვამ ამ კთხბებს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიგოს, თქვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთერთობებზე საუბრობდით და პირველი, მართლა მაინტერესებს, რატომ არ იყო დღის წესრიგში ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე საქართველო. [...]

თვლით თუ არა თქვენ და ეთანხმბით თუ არა ბიძინა ივანიშვილს კიდევ და გამბედავი პასუხი მინდა ამაზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილების მიზეზი. გვითხარით ეთანხმებით თუ არა", — განაცხადა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძემ ჰკითხა ღარიბაშვილს რას აკეთებს ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გასათავისუფლებლად.